საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთთან ავიაციაში თანამშრომლობა შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს. მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა უმასპინძლა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას, რომელსაც დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი და საქართველოში ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველო-ჩინეთის ავიამიმართულებების გაფართოების პერსპექტივა. განხილულ იქნა ფრენების სიხშირის ზრდისა და ახალი რეისების დამატების შესაძლებლობა. როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ სამოქალაქო ავიაცია, სადაც რეგულარული რეისების ზრდასთან ერთად, მგზავრთნაკადი ჩინეთიდან ყოველწლიურად მატულობს.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით საავიაციო სექტორში. ორივე ქვეყნის ავიაკომპანიები მზარდ ინტერესს გამოხატავენ საქართველოსა და ჩინეთის ავიაბაზრების ათვისების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმმა კიდევ უფრო გაზარდა მოგზაურთა რაოდენობა,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მგზავრთნაკადის დინამიკა და არსებული რეისები

ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის მიმართულებით და პირიქით 57,184 მგზავრი გადაადგილდა, რაც 45%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემი: 29,212 მგზავრი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-იანი ზრდაა.

ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისი -დან ურუმჩი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 აგვისტო 20253 სექტემბერი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 112 -დან

ამჟამად საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ რეისებს China Southern Airlines და Air China ახორციელებენ ურუმჩი – თბილისი ურუმჩი საჰაერო ხაზზე. ფრენები კვირაში 10 სიხშირით სრულდება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სატვირთო ავიაგადაზიდვებში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის ზრდას ჩინეთთან.
გარდა ამისა, China Southern Airlines ოპერირებს ერთ-ერთ ყველაზე ფართო მიმართულებათა ქსელს მსოფლიოში. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს 45 ქვეყნის 245 მიმართულებით, მათ შორის 168 შიდა და 77 საერთაშორისო ქალაქში. ავიაკომპანიის მთავარი ჰაბებია გუანჯოუს ბაიუნის საერთაშორისო აეროპორტი და პეკინის დაქსინგის აეროპორტი, რაც მას ჩინეთის ავიაბაზრის ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

საერთაშორისო რეისები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, სინგაპური, ტაილანდი, ვიეტნამი, ინდონეზია, მალაიზია, ბანგლადეში, ნეპალი, ფილიპინები, ყატარი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი და სხვა. ქვეყნებს შორის აქტიურად ვითარდება სატვირთო ავიაგადაზიდვების მიმართულებაც, რაც ხელს უწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

სამომავლო გეგმები: მეტი ფრენა, მეტი ტურისტი, მეტი შესაძლებლობა

შეხვედრის მეორე ნაწილი ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის უწყებებს შორის გაგრძელდა. განხილულ იქნა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები:

  • საავიაციო ბაზრების ეტაპობრივი გახსნა
  • მგზავრთნაკადისა და ტვირთბრუნვის გაზრდა
  • ახალი ჩინეთ-საქართველოს ავიამიმართულებების დამატება
  • ავიაკომპანიებს შორის ოპერირების გაფართოება

ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ტურისტული ნაკადების ზრდა ჩინეთიდან საქართველოში და საქართველოდან ჩინეთში, ასევე გამარტივდება ბიზნესმოგზაურობა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები.

მგზავრობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ისარგებლონ შესაბამისი სერვისებით. თუ თქვენი ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, შესაძლებელია თანხის დაბრუნება ან კომპენსაცია. გაიგეთ მეტი გადადებული ან გაუქმებული ფრენის კომპენსაცია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს 2.3 მილიონი ტურისტი ეწვია
შემდეგი სტატიაევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა!
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments