ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს უპრეცედენტო მიღწევით აღნიშნავს – ისტორიაში პირველად, აეროპორტი მემილიონე მგზავრს მოემსახურა. ეს არის გარდამტეხი მომენტი აჭარის მთავარი საჰაერო კარიბჭისთვის, რომელიც რეგიონში ტურიზმის დინამიკურ ზრდაზე მიუთითებს.

რეკორდული მაჩვენებლები და პროგნოზები

აეროპორტის მმართველმა კომპანია “ტავ ჯორჯიამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს და, პროგნოზის მიხედვით, 1,2 მილიონ მგზავრს შეადგენს.

სტატისტიკა შთამბეჭდავია: 2025 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 32%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 90%-ით აჭარბებს.

განსაკუთრებით უპრეცედენტო იყო აგვისტოს თვე, როდესაც ბათუმის აეროპორტმა თავისი არსებობის მანძილზე პირველად, ერთ თვეში 213,636 მგზავრი გაატარა. ისტორიული დღე დაფიქსირდა 24 აგვისტოსაც, როცა აეროპორტმა დღე-ღამის განმავლობაში 9000 მგზავრს უმასპინძლა და 35 ფრენა შეასრულა.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი14 სექტემბერი 202617 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 337 -დან
ალმაატა27 აგვისტო 202630 აგვისტო 2026Air Astanaავიაბილეთები 1 287 -დან
ბაქო16 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 504 -დან
ჩელიაბინსკი30 სექტემბერი 20265 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 862 -დან
დუბაი24 ივლისი 202626 ივლისი 2026Flydubaiავიაბილეთები 1 711 -დან
ერევანი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 303 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი14 სექტემბერი 202621 სექტემბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 468 -დან
ატირაი4 აგვისტო 202611 აგვისტო 2026FlyArystanავიაბილეთები 910 -დან
სტამბოლი21 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 477 -დან
ჯედა21 აგვისტო 202628 აგვისტო 2026Flynasავიაბილეთები 1 066 -დან

 

მემილიონე მგზავრი გერმანიიდან

ბათუმის აეროპორტი -სთვის საიუბილეო, მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი აღმოჩნდა. ის საქართველოს ტურისტული მიზნით, შვილებთან ერთად სტუმრობდა. მას აეროპორტში სიმბოლური ღონისძიებით გაუმასპინძლდნენ და საზეიმო ვითარებაში გააცილეს.

ინფრასტრუქტურის განვითარება მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ

მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდის ფონზე, “ტავ ჯორჯია” აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოდერნიზებაში.

მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტები:

  • დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სრული რეაბილიტაცია.
  • გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა.
  • შეძენილია ახალი, თანამედროვე ტექნიკა.

გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის დარბაზში საპასპორტო კონტროლის სივრცის გაფართოება. ეს პროექტები უზრუნველყოფს მგზავრებისთვის მეტ კომფორტს და აეროპორტის ეფექტიან მუშაობას მზარდი ფრენების პირობებში.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიairBaltic-მა მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის წესი შეცვალა
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ქუთაისი – ვენეცია მიმართულებით რეისების ნებართვა მიიღო ფრენები იწყება 2 დეკემბრიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted