მარტო მოგზაურობა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი გამოცდილება იყოს, რადგან სამყაროს დამოუკიდებლად შესწავლა საკუთარი თავის აღმოჩენისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

სოლო მოგზაურობისას ადანიამს სრული კონტროლი აქვს მარშრუტზე და თავისუფლად მოგზაურობენ იმ ადგილებში, რომელთა მონახულებაც ნამდვილად სურთ.

მათთვის, ვინც ფიქრობს სოლო თავგადასავლების დაწყებაზე, აქ არის რამდენიმე პოპულარული მიმართულება მთელს მსოფლიოში, რათა აღმოაჩინოთ საუკეთესო, უსაფრთხო და ყველაზე ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილები.

უსაფრთხო ევრიპული ქვეყნები სოლო მოგზაურობისთვის:

  • ხორვატია

ხორვატია არის სრულიად განსაცვიფრებელი ბუნებრივი სილამაზის მქონე ქვეყანა, მისი კრისტალურად სუფთა წყლებიდან და შთამბეჭდავი ეროვნული პარკებიდან დაწყებული, ულამაზესი სანაპირო ქალაქებით დამთავრებული. ქვეყანა ასევე გამოირჩევა ზეთისხილის პლანტაციებით, ფიჭვის ტყის ხეივნებითა და დახვეწილი ქვიშიანი პლაჟებით.

სოლო მოგზაურებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, არის უამრავი გარე აქტივობა, მათ შორის ლაშქრობა, ცურვა ნაოსნობა და სხვ. გურმანებისათვის კი უამრავი რესტორანი, სადაც ყოველთვის შესაძლებელია ახალი და გემრიელი ზღვის პროდუქტების დაგემოვნება.

ხორვატია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა სოლო მოგზაურებისთვის, უსაფრთხოების ინდექსით 7,58/10.

თბილისი ზაგრები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 თებერვალი 20262 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 653 -დან
3 მარტი 202610 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 583 -დან
30 აპრილი 20263 მაისი 20261 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 571 -დან
1 ივნისი 20267 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 654 -დან
6 ივლისი 202612 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 911 -დან
18 აგვისტო 202621 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 087 -დან
21 სექტემბერი 202625 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 886 -დან
20 დეკემბერი 20266 იანვარი 20271 ᲒაჩერებაEdelweiss Airავიაბილეთები 876 -დან
  • მალტა

მალტა ცნობილია თავისი ისტორიული კავშირებით მრავალ დინასტიასთან. მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით ქვეყანას მრავალი უძველესი ადგილი და ღირსშესანიშნაობა გააჩნია, რისი მონახულებაც დიდი შთაბეჭდილებას ტოვებს მოგზაურებზე.

სოლო თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ კუნძულის ფანტასტიკური ისტორიისა და კულტურის შესწავლას იმდენი დრო დაუთმონ, რამდენიც მოესურვებათ. მალტის დედაქალაქი, ვალეტა, განსაკუთრებით ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი ბაროკოს სტილის სასახლეებით, ბაღებითა და ეკლესიებით.

მალტამ 2021 წელს მეორე ადგილი დაიკავა უსაფრთხო ქვეყნებს შორის 7,05/10. რაც ადასტურებს მის პოპულარობას, როგორც სოლო მოგზაურობის დანიშნულების ადგილს.

თბილისი მალტა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 თებერვალი 20263 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 614 -დან
19 მარტი 202628 მარტი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 598 -დან
2 აპრილი 20265 აპრილი 20263 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 651 -დან
12 მაისი 202613 მაისი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 712 -დან
4 ივნისი 202610 ივნისი 20262 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 791 -დან
1 ივლისი 20267 ივლისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 930 -დან
22 აგვისტო 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 935 -დან
20 სექტემბერი 202623 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 736 -დან
  • სლოვენია

სლოვენია უფრო თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის შესაფერისი ადგილია, რომელთაც ადრენალინი უყვართ. ქვეყანას გააჩნია საოცარი ბუნებრივი სილამაზე, თვალწარმტაცი მთებისა და სანაპიროების ერთობლიობა ევროპის ცენტრში. აქ არის 80 ბუნებრივი თერმული წყარო და სამკურნალო წყალი, რაც მას პოპულარულ ადგილად აქცევს სოლო თავგადასავლების მოყვარულთათვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

ამ მიმართულებას ასევე გააჩნია უსაფრთხოების მაღალი ინდექსი 75.8/100, დანაშაულის ინდექსის ქულასთან ერთად 6,66/10, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად აქცევს.

სხვა ქვეყნები, რომლებიც სოლო მოგზაურთათვის უსაფრთხო და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა მოიცავს:

ავიაბილეთები ქუთაისი ბარსელონა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 372 -დან
16 მარტი 202618 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 447 -დან
21 აპრილი 202623 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 374 -დან

 

დაგეგმეთ სოლო მოგზაურობა, მიიღეთ ახალი გამოწვევები და გამოცდილებები, აღმოჩინეთ საკუთარი თავი და მსოფლიო. დაჯავშნეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად avia.ge -ზე და ისიმოვნეთ ახალი თავგადასავლებით!

ავიაბილეთები ყველაზე იაფად რომ შეიძინოთ, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიოქტომბერში ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების რაოდენობა 325 %-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 415 %-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაGeorgian Wings-ი ავია პარკს აფართოებს და ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments