Red Wings რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია დაფუძნებული. 1999 წელს იგი Airlines 400 -ის სახელით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს ავიაკომპანია რუსეთის ათი უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც დაგეგმილ და ჩარტერულ რეისებზეა სპეციალიზირებული.

რა მიმართულებით ახორციელებს რეისებს Red Wings -ი?

რედ ვინგსი -ს მარშრუტის ქსელი  100-ზე მეტი რუსული და საერთაშორისო მიმართულებისგან შედგება.

შიდა რეისები მოიცავს სანკტ პეტერბურგი ს, სოჭის, მახაჩკალასა და ვლადიკავკაზის მიმართულებას. ხოლო საერთაშორისო რეისები კი: სტამბოლი ს, ანტალიას, ბაქოს, ერევანს, თელ-ავივს, ასტანასა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებს.

თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და კაზანიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 293 -დან
Nizhniy Novgorod10 October 202624 October 2026Red Wingsავიაბილეთები 933 -დან
Krasnodar29 October 20265 November 2026Red Wingsავიაბილეთები 447 -დან
Samara5 November 202619 November 2026Red Wingsავიაბილეთები 818 -დან
Kazan9 November 202614 November 2026Red Wingsავიაბილეთები 810 -დან
Saint Petersburg26 December 202612 January 2027Red Wingsავიაბილეთები 1 025 -დან
Moscow27 November 202612 December 2026Red Wingsავიაბილეთები 540 -დან
Yekaterinburg18 December 20268 January 2027Red Wingsავიაბილეთები 800 -დან
Tyumen9 October 202616 October 2026Red Wingsავიაბილეთები 841 -დან

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტი ს მიმართულებით ფრენებს, დღეისათვის ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს. 2024 წლის დეკემბრიდან კი სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და კაზანი დაემატება.

ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებით კი ავიამიმოსვლას მხოლოდ მოსკოვიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi13 October 202616 October 2026Red Wingsავიაბილეთები 299 -დან
Chelyabinsk9 September 202614 September 2026Red Wingsავიაბილეთები 1 077 -დან
Nizhniy Novgorod19 October 202619 October 2026Red Wingsავიაბილეთები 785 -დან
Krasnodar20 October 202627 October 2026Red Wingsავიაბილეთები 409 -დან
Samara21 September 202628 September 2026Red Wingsავიაბილეთები 889 -დან
Kazan24 September 202630 September 2026Red Wingsავიაბილეთები 938 -დან
Saint Petersburg21 October 202630 October 2026Red Wingsავიაბილეთები 968 -დან
Moscow1 January 20279 January 2027Red Wingsავიაბილეთები 672 -დან
Novosibirsk10 September 202628 September 2026Red Wingsავიაბილეთები 881 -დან
Perm15 October 202623 October 2026Red Wingsავიაბილეთები 751 -დან

Red Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 24 სამგზავრო თვითმფრინავისაგან: 14 Airbus 320/321, შვიდი რუსული რეგიონალური SSJ100 და სამი Boeing 777 თვითმფრინავსგან. ყველა ხომალდი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

თვითმფრინავები შექმნილია ეკონომ კლასის მონო განლაგებით. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერუ თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი ფრენის საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის, რომელსაც ახორციელებენ როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა საჰაერო სისტემას, ადგენენ თვითმფრინავის საწვავის დონეს, ამინდისთვის მზადყოფნას, ასევე ატარებენ გარე შემოწმებას, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების ყველა ფედერალურ რეგულაციებს.

Red Wings -ში ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად ფუნქციონირებს და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი

უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სალონში დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ბორტზე ხელბარგის გარდა ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა:

  • ზურგჩანთა 40 x 30 x 20 სმ, მაქსიმალური წონით 3 კგ, ხელჩანთა ან პორტფელი;
  • ყვავილების თაიგული;
  • მოსაცმელი;
  • ბავშვის საკვები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • აუცილებელი მედიკამენტები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • ხელჯოხი, ინვალიდის ეტლი, დასაკეცი ინვალიდის ეტლი იმ ზომებით, რომლებშიც შეიძლება უსაფრთხოდ განთავსდეს თაროზე მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის სავარძლის წინ;
  • duty-free -ში შეძენილი პროდუქცია.

ჩასაბარებელი ბარგი

  • Economy – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • Standard – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს და დამატებით ერთი 10 კგ-მდე ჩანთა. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.

დამატებითი ბარგი

თუ თქვენ გჭირდებათ იმაზე მეტი ბარგი, ვიდრე მგზავრობის საფასური უფასოდ გთავაზობთ, უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური. გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ბარგის ოდენობაზე და გამგზავრებამდე დარჩენილ დროზე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია / online check-in

აეროპორტში რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე იხსნება და 3 საათით ადრე იხურება. თუ მხოლოდ ხელბარგით მიფრინავთ, აეროპორტში რიგში დგომა აღარ მოგიწევთ და შეძლებთ პირდაპირ თქვენს “გეითთან” გამოცხადდეთ.

ბორტზე ადგილის არჩევაც თავად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თანამგზავრებთან ერთად მიფრინავს.

როგორ დაარეგისტრიროთ თქვენი ბარგი ონლაინ?

თუ ბარგით მოგზაურობთ, ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, ის აეროპორტის სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა წარადგინოთ.

შეზღუდვები ონლაინ რეგისტრაციისთვის

რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ აეროპორტში, თუ:

  • მოგზაურობთ შინაურ ცხოველთან ერთად
  • გჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ესკორტი შშმ პირებისთვის, ან ბავშვის თანხლების ორგანიზება ავიაკომპანიის თანამშრომლის თანხლებით.
  • მოგზაურობთ 9-ზე მეტ ადამიანთან ერთად

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით. ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიახაზები ფასდაკლებას აანონსებს
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Wizz Air-ი 24 ნოემბრის ფასდაკლებას აანონსებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Red Wings -ი რუსეთიდან საქართველოში 6 ახალ მარშრუტს ამატებს
8 months ago

[…] ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს […]

ფრენები ნოვოსიბირსკი-ბათუმი: Red Wings-ის ახალი რეისები
6 months ago

[…] რეგიონს ეხება: ავიაკომპანია Red Wings Airlines-მა ოფიციალურად დააანონსა პირდაპირი, […]