ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი ნიცა -ს მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. კერძოდ, ავიაკომპანია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენას თბილისის აეროპორტი -ს გავლით შეასრულებს.
საქართველოს ავიახაზებმა თბილისი-ნიცას ავიაბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მოსკოვის აეროპორტიდან ნიცის მიმართულებით ფრენის ღირებულება, თბილისში ტრანზიტის ჩათვლით 400 ევროდან იწყება.
თბილისი ნიცა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 ნოემბერი 2024 | 23 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 014 -დან | |
11 დეკემბერი 2024 | 16 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 272 -დან | |
15 იანვარი 2025 | 22 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 597 -დან |
ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჯერ კიდევ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ტრანზიტული ფრენების დაწყებას გეგმავს, რაც რუსეთის მოქალაქეებს თბილისის გავლით ევროპაში მოხვედრის საშუალებას მისცემს.
ტექნიკურად, ტრანზიტულ ფრენა გულისხმობს მგზავრების თბილისის აეროპორტში ჩამოყვანას, ვიზის ფლობის შემთხვევაში კი ევროპის ქალაქების მიმართულებით გამგზავრებას. ამ ტიპის ფრენების განხორციელებას სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.
შეგახსნეებთ, რომ ამა წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.