ქართული ტურიზმი თანდათანობით სულ უფრო და უფრო ვითარდება ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. ამ პროცესს ყველაზე უფრო ეფექტურად ავია კომპანია ვანილა სქაი ეხმაურება და ქვეყნის შიდა კომფორტულ ფრენებს სთავაზობს მოგზაურებს.

თუკი გსურთ ისეთი ლამაზი და აუცილებლად სანახავი ქალაქის დათვალიერება, როგორიც ბათუმია, მაშინ ეს ავიაკომპანია ყველაზე შესაფერისს სერვისს შემოგთავაზებთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შავი ზღვის საპორტო ქალაქში vanilla sky პირდაპირ რეისებს ანხორციელებს. აღნიშნული სერვისის ღირებულება სულ რაღაც 125 ლარია და ამ ფასად შეძენილი ავიაბილეთების დახმარებით უმოკლეს ვადაში აღმოჩნდებით ბათუმის აეროპორტში.

ასეთი წარმატებული ავიაკომპანია ვანილა სქაი  2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ სთავაზობს კლიენტებს მრავალფეროვან და განსხვავებულ სერვისებს. ამ კომპანიის წარმომადგენლები მთავარ აქცენტს ინდივიდის უნიკალურ მოთხოვნილებებზე აკეთებენ და სწორედ ასეთი აქცენტების წყალობით გთავაზობენ ხარისხიან და ფართო სპექტრის მქონე მომსახურეობას.

აღნიშნული ავიახაზების მფლობელობაშია ნატახტარში განთავსებული აეროდრომი, რისი საშუალებითაც vanilla sky უმაღლესი სტანდარტების შესაბამის შიდა ფრენებს ანხორციელებს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში.

შესაბამისად, ვანილა სქაი გთავაზობთ ყველაზე კომფორტულ ავიატაქსის, ასევე უმოკლეს დროში ჩაფრენას ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებში.

Vanilla Sky–ის სერვისებით სარგებლობისას თქვენ შეგეძლებათ საჰაერო ხომალდებით გასეირნება თქვენი სასურველი ლოკაციების მოსანახულებლად და ავიაგადაღებისათვის, რაც მართლაც დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.

თუკი გსურთ ფრენით დატკბობასთან ერთად კომფორტულ და უსაფრთხო კომპლექსში დასვენებაც, ვანილა სქაი ამასაც უზრუნველყოფს. მისი თანამედროვე კომპლექსი ვანილა იდეალური ადგილია ბიზნეს შეხვედრებისა თუ რომანტიული წვეულების მოსაწყობად. თანაც, იგი თბილისიდან სულ რაღაც 20 წუთის დაშორებით, ნატახტარში მდებარეობს.

მაღალი დონის სასტუმროთი, საცურაო აუზით, რესტორნითა და აეროდრომით აღჭურვილი vanilla sky მზად არის საკუთარი კლიენტების დასვენება დაუვიწყარი გახადოს.

samogzauro dazgveva