2023 წლის მაისიდან ევროპის წევრ ქვეყნებში შესვლა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აქამდე უვიზოდ დაიშვებოდნენ, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.

2023 წლის მაისიდან ევროკავშირმა გამოაცხადა რომ დანერგავს ETIAS-ის სისტემას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნის მოქალაქისთვის ვიზის საჭიროებას. მოგზაურობამდე მგზავრებს მოუწევთ ონლაინ პლათფორმაზე რეგისტრაცია და თანხის გადახდა.

ევროკავშირის თქმით ETIAS-ის სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ის ემსახურება საზღვრის გადაკვეთისას დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას.

ეს პროცედურა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვიზა. საჭიროებს მხოლოდ 10 წთ-იან ონლაინ კითხვარის შევსებას და არ ითხოვს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა მისი დასტურის მიღება ყველა მოგზაურისთვის სავალდებულოა. ეს სისტემა არ შეეხება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ETIAS-ის სისტემა ჯამში 60 ქვეყანას შეეხება, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს.

ევროკავშირის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ავტორიზაცია მოხდება IT სისტემით და პასუხს რამდენიმე წუთში მიიღებთ. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასტურის გაცემას ერთი თვე შეიძლება დასჭირდეთ და უარყოფის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რომ გასაჩივრდეს.

ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში, ულიმიტო შესვლების რაოდენობაზე, მაგრამ იმიგრაციის წესები ისევ ძალაში დარჩება და მოგზაურებს კვლავ დასჭირდებათ თან იქონიონ ის საბუთები რაც საჭიროა ევროპაში სამოგზაუროდ.

18-70 წლის ადამიანებზე საფასური 7 ევრო იქნება, ხოლო სხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაწესებული თანხა ამ ეტაპზე უცნობია.

ჯერ არ არის ცნობილი ETIAS-ის აპლიკაციების შევსების საწყისი თარიღი.
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც ბარსელონაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატიაflydubai-მ განაახლა ფრენები დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments