რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანიას მათთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს და შესაბამისად, ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებული არ არის.

თუმცა, როგორც ცნობილია, Red Wings -ი ფრენების დაწყებას შემდეგი მიმართულებებით გეგმავს:

  1. ირკუტსკი – თბილისი
  2. გროზნო – თბილისი
  3. ნოვოსიბირსკი – თბილისი
  4. ნოვოსიბირსკი – ქუთაისი
  5. ნოვოსიბირსკი – ბათუმი
  6. გროზნო – ბათუმი

წინასწარი ნებართვა, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოდან, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 7 რეისის შესრულებაზეა გაცემული.

Red wings ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 304 -დან
Nizhniy Novgorod17 October 202624 October 2026Red Wingsავიაბილეთები 958 -დან
Krasnodar19 November 202626 November 2026Red Wingsავიაბილეთები 452 -დან
Samara6 October 202620 October 2026Red Wingsავიაბილეთები 824 -დან
Kazan31 December 20268 January 2027Red Wingsავიაბილეთები 807 -დან

 

რედ ვინგსი ამჟამადაც ოპერირებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. კერძოდ:

  • თბილისის აეროპორტში რუსეთის 4 ქალაქიდან – სანკ-პეტერბურგიდან, სამარადან, ყაზანიდან და ეკატერინბურგიდან დაფრინავს.
  • ქუთაისის აეროპორტში მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან,
  • ბათუმის აეროპორტში კი მხოლოდ მოსკოვიდან.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa მიუნხენის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაAirBaltic რიგადან საქართველოს ორი ქალაქის მიმართულებით იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted