რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი, საქართველოს მიმართულებით, ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და სანკტ პეტერბურგი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.
ამის შესახებ ინფორმაცია „პულკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურმა გაავრცელა. სანკტ-პეტერბურგი ქუთაისი , ქუთაისი სანკტ-პეტერბურგი ს საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია, 2 დეკემბრიდან, რეისებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს. ფრენის ხანგრძლივობა პეტერბურგსა და ქუთაის შორის 4 საათი 25 წუთია.
რედ ვინგს -მა ასევე გაზარდა თბილისი სანკტ-პეტერბურგი ს მიმართულებით რეისების სიხშირე და დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. ფრენის ხანგრძლივობა პეტერბურგსა და საქართველოს დედაქალაქს შორის 4 საათი და 5 წუთია.
ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენების დაწყებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც გეგმავს. ავიაკომპანია პირდაპირი რეისების განხორციელებას 10 დეკემბრიდან აპირებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
თბილისი სანკტ პეტერბურგი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 დეკემბერი 2024 | 22 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 960 -დან | |
17 იანვარი 2025 | 19 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 948 -დან | |
19 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 986 -დან | |
14 მარტი 2025 | 19 მარტი 2025 | ავიაბილეთები 898 -დან |
ავიაკომპანია Red Wings Airlines ასევე დაფრინავს ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებითაც. რეისებს მოსკოვის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას ახორციელებს. ფრენის ხანგრძლივობა ბათუმსა და მოსკოვს შორის 3 საათი და 25 წუთია.
გამარჯობა არაბეთიდა საქართველში ერთი კაცი რა ჯდება თუ შეიძლება რომ მითხრათ