2024 წლის დასაწყისში საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდება, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობითაა გამოწვეული. ცვლილებები გავლენას იქონიებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებზე.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ან აპირებთ პარიზში გამგზავრებას, ან პარიზის გავლით სხვა დანიშნულების ადგილზე მოხვედრას, თვალყური უნდა ადევნოთ ფრენის სტატუსს და გაეცნოთ ავიაკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საერთო ჯამში, იანვარსა და თებერვალში დაგეგმილი 16 ათასზე მეტი რეისი გაუქმდება. 

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 202430 ივლისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 888 -დან
18 აგვისტო 202425 აგვისტო 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 167 -დან
15 სექტემბერი 202417 სექტემბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 447 -დან
11 ოქტომბერი 202413 ოქტომბერი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 373 -დან

 

Air France -მა უკვე გამოაცხადა, რომ 4200-ზე მეტ მოკლე და საშუალო მანძილის ფრენას აუქმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Air France პირდაპირ ფრენას პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტიში ახორციელებს. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს, რომელიც ბოვე ტილის აეროპორტის მიმართულებით დაფრინავს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 202431 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 850 -დან
14 აგვისტო 202429 აგვისტო 2024Wizz Airავიაბილეთები 626 -დან
10 სექტემბერი 202421 სექტემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 508 -დან
1 ოქტომბერი 20243 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 451 -დან

 

„სარემონტო სამუშაოების“ გამო, ფრანგულ და უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც რეისებს პარიზში ახორციელებენ სთხოვეს, რომ 9 იანვრიდან 14 თებერვლამდე 20%-ით შეამცირონ ფრენების რაოდენობა დედაქალაქის საჰაერო ჰაბის აეროპორტებშიშარლ დე გოლი, ორლი, ბოვე და ლე ბურჟე. ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ აღნიშნულ პერიოდში რომელ ფრენებს არ განახორციელებენ.

საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარიზის აეროპორტებში ფრენის კონტროლის სისტემის მოდერნიზება დაწყებულიყო, რომელსაც 1970-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია. ამიტომ, ადგილობრივ სპეციალისტებს ახლა სისტემის დაახლოებით 80%-ის შეცვლა უწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრეთ სასურველი მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings -ი საქართველოში კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატია2-3 დეკემბერს რუსეთიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ახალი რეისი განხორციელდა
5 3 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments