რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.

თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.

Red wings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი20 მარტი 202623 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 318 -დან
კრასნოდარი5 აპრილი 202616 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 480 -დან
სამარა12 მარტი 202629 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 736 -დან
კაზანი10 ივნისი 202624 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 889 -დან
სანკტ პეტერბურგი19 მაისი 202628 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 039 -დან
ეკატერენბურგი1 ივნისი 202622 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 739 -დან

 

შეგახსენებთ, რომ რედ ვინგსი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმსოვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. უფრო ზუსტად კი:

  • თბილისიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, სამარა და ეკატერინბურგი.
  • ბათუმიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი (2 აეროპორტი), ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და უფა.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments