რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.

თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.

Red wings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 მაისი 202621 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 458 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი13 ივნისი 202620 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 914 -დან
კრასნოდარი8 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 523 -დან
სამარა14 მაისი 202619 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 1 026 -დან
კაზანი12 ივლისი 20265 აგვისტო 2026Red Wingsავიაბილეთები 1 012 -დან
ეკატერენბურგი10 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 976 -დან

 

შეგახსენებთ, რომ რედ ვინგსი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმსოვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. უფრო ზუსტად კი:

  • თბილისიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, სამარა და ეკატერინბურგი.
  • ბათუმიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი (2 აეროპორტი), ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და უფა.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments