რუსული ავიაკომპანია Red Wings -ი აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავიაკომპანიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე ნიჟნი ნოვგოროდიდან რეისები შაბათობით შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში დამატებითი რეისი ოთხშაბათს, ხოლო ბათუმიდან ნიჟნი ნოვგოროდში ხუთშაბათს შესრულდება. მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთი იქნება.

თბილისის მიმართულებით პირველი რეისი 28 აპრილს შესრულდება. ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით განხორციელდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დამატებითი სიხშირე დაემატება: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისკენ დამატებითი ფრენები ხუთშაბათს შესრულდება, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდში პარასკევს. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთი იქნება.

Red wings პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 202610 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი24 დეკემბერი 202613 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 770 -დან
კრასნოდარი28 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 274 -დან
სამარა31 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 660 -დან
კაზანი28 დეკემბერი 202611 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 553 -დან
სანკტ პეტერბურგი31 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 643 -დან
მოსკოვი29 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 254 -დან
სარატოვი30 დეკემბერი 202613 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 237 -დან
ეკატერენბურგი1 იანვარი 202715 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 489 -დან

 

შეგახსენებთ, რომ რედ ვინგსი ამ დროისათვის საქართველოდან, კერძოდ კი თბილისიდან და ბათუმიდან, პირდაპირ ავიამიმსოვლას რუსეთის არაერთ ქალაქში ასრულებს. უფრო ზუსტად კი:

  • თბილისიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, სამარა და ეკატერინბურგი.
  • ბათუმიდან – სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი (2 აეროპორტი), ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და უფა.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით – AZAL-ის სპეციალური შეთავაზება!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted