ბრიტანულმა კომპანიამ Skytrax -მა საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც, 2024 წელს, ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების პირვე სამეულში Turkish AirlinesAir France და Swiss International Air Lines მოხვდნენ.

ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10 -ში ასევე მოხვდა:

  • მეოთხე ადგილი – British Airways
  • მეხუთე ადგილი – Iberia
  • მეექვსე ადგილი – Virgin Atlantic
  • მეშვიდე ადგილი – Lufthansa 
  • მერვე ადგილი – Finnair
  • მეცხრე ადგილი – KLM
  • მეათე ადგილი – Austrian Airlines 

აღსანიშნავია, რომ Skytrax -ის მიერ შედგენილ ათეულში, საუკეთესო სერვისის მქონე ევროპული ავიაკომპანიების ათეულში, მხოლოდ კლასიკური ავიაკომპანიები მოხვდნენ. ამავდროულად მასში წარმოდგენილი იყო Lufthansa Group -ის სამივე ძირითადი წევრი – Lufthansa , Austrian Airlines და Swiss.

ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები მხოლოდ 2024 წლის გლობალურ TOP-100 საუკეთესო ავიაკომპანიებში შედიან: Transavia France 51-ე ადგილზეა, Ryanair 63-ე ადგილზე, easyJet 66-ე ადგილზე, Eurowings კი 70-ე ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air , ევროპის 3 უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, თუმცა 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების TOP 100 -ში ვერ მოხვდა. 2023 წლის რეიტინგში კი ის 87-ე ადგილზე იყო.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona10 February 20271 March 2027Wizz Airავიაბილეთები 394 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
Dortmund13 May 202720 May 2027Wizz Airავიაბილეთები 327 -დან
Memmingen13 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 306 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
Hamburg5 September 202615 September 2026Wizz Airავიაბილეთები 739 -დან

 

Skytrax -ში განმარტავენ, რომ მათ თავიანთი რეიტინგი მგზავრების ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე შექმნეს, რომელიც 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მაისამდე პერიოდში ჩატარდა. რეიტინგმა ჯამში მსოფლიოს 350 ავიაკომპანია მოიცვა.

კითხვარში მგზავრებმა ავიაკომპანიების მომსახურება 50 კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. კითხვარი 3 კატეგორიად დაიყო – ადგილზე მომსახურება, ბორტზე მომსახურება და პერსონალის დამოკიდებულება.

Skytrax -ის რეიტინგში შესული ავიაკომპანიების უმეტესობა, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან, არაერთი მიმართულებით ახორციელებენ რეისებს.

შეიძინე ავიაბილეთები საუკეთესო ფასად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიშიდა ფრენების განრიგი ივლისი-სექტემბრის პერიოდში
შემდეგი სტატიაყველაზე არაპუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted