ევროპის მინისტრთა საბჭომ და ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ მექანიზმის განახლებაზე, რომელიც ევროკავშირს აძლევს უფლებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვიზის გარეშე მოგზაურობენ შენგენის ზონაში. როგორც აღნიშნულია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში, ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირმა თავიდან აირიდოს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება და დაიცვას თავისი ინტერესები.

„უვიზო რეჟიმი სასარგებლოა როგორც ევროკავშირის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა თუ ეს უპირატესობა გამოიყენება არაკანონიერად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ეფექტური ბერკეტები რეაგირებისთვის. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს ზეწოლა მოახდინოს იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ თანამშრომლობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პროცესში,“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან ევროპაში

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Athens16 December 202620 December 2026Wizz Airავიაბილეთები 210 -დან
Barcelona11 December 202616 December 2026Wizz Airავიაბილეთები 401 -დან
Berlin22 December 20267 January 2027Wizz Airავიაბილეთები 296 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან
Bratislava25 February 20272 March 2027Wizz Airავიაბილეთები 144 -დან
Budapest14 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 294 -დან
Dortmund26 December 20267 January 2027Wizz Airავიაბილეთები 399 -დან
Memmingen13 November 202616 November 2026Wizz Airავიაბილეთები 237 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
Hamburg5 September 202615 September 2026Wizz Airავიაბილეთები 739 -დან

 

განახლებულ შეთანხმებაში განსაზღვრულია შემთხვევები, როცა ევროკავშირი შეძლებს დროებით შეაჩეროს უვიზოდ მიმოსვლა:

  • როცა ქვეყნის უვიზო რეჟიმი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სავიზო წესებს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციის გაზრდა ახლომდებარე სხვა ქვეყნებიდან;
  • როცა მოქმედებს ე.წ. „ოქროს პასპორტების“ სისტემა – მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების საფუძველზე იმ პირებისთვის, ვისაც ფაქტობრივი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ქვეყანასთან;
  • როდესაც არსებობს უსაფრთხოების რისკები – მათ შორის დოკუმენტაციის დაცვის სუსტ მხარეებთან ან ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით;
  • ევროკავშირსა და კონკრეტულ მესამე ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებისას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას ან გაეროს წესდების სერიოზულ უგულებელყოფას.

ეღნიშნული ახალი პირობები დაემატება უკვე არსებულ საფუძვლებს, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნების მკვეთრი ზრდა დაბალი აღიარების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებიდან, ან იმ შემთხვევების მომრავლება, როდესაც ვიზის გარეშე ჩასული პირები ევროკავშირის ტერიტორიაზე წესების დარღვევით რჩებიან.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიQatar Airways 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა
შემდეგი სტატიაWizz Air 15%-მდე ფასდაკლების აქციას გვთავაზობს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted