თანამედროვე ავიაცია ტექნოლოგიური პროგრესის მწვერვალზეა. დღეს, როდესაც სამგზავრო ლაინერი აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან ჰაერში იწევა, ფრენის პროცესის დიდ ნაწილს რთული კომპიუტერული სისტემები მართავენ. ავტოპილოტი უსაფრთხოების და ეფექტურობის გარანტი გახდა, თუმცა საავიაციო ინდუსტრიაში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: ხომ არ ვანადგურებთ პილოტების ინსტინქტებსა და ხელით მართვის უნარებს, ზედმეტი კომფორტის სანაცვლოდ

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სალონიკი3 მაისი 20266 მაისი 2026ავიაბილეთები 96 -დან
ლარნაკა20 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 109 -დან
ათენი3 აპრილი 202620 აპრილი 2026ავიაბილეთები 126 -დან
ვროცლავი11 მარტი 202615 მარტი 2026ავიაბილეთები 148 -დან
მემინგენი1 აპრილი 202615 აპრილი 2026ავიაბილეთები 148 -დან

ავტომატიზაციის პარადოქსი

ავიაციის ისტორიაში ავტომატიზაციამ რევოლუცია მოახდინა. მან პილოტების გადაღლილობა საგრძნობლად შეამცირადა და ადამიანური შეცდომების ალბათობა, რუტინული ფრენისას, მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, აქ ჩნდება ე.წ. ავტომატიზაციის პარადოქსი: რაც უფრო სრულყოფილია სისტემა, მით უფრო ნაკლები პრაქტიკა აქვს ადამიანს და მეტად დაუცველია მაშინ, როდესაც სისტემა მოულოდნელად ითიშება.

სტატისტიკურად, ფრენების უმეტესობა, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებიც, მაღალი დონის ავტომატიზაციის მექანიზმებით სრულდება. Wizz Air-ის მსგავსი თანამედროვე ავიაკომპანიები უახლეს Airbus 320-ის ტიპის ხომალდებს იყენებენ, სადაც კომპიუტერი თვითმფრინავს კრიტიკული კუთხეებისა და სიჩქარის გადაჭარბებისგან იცავს. ეს უსაფრთხოების დამატებითი ბარიერია, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ პილოტები სისტემის მონიტორები ხდებიან და არა მართვის უშუალო მონაწილეები.

ეკონომიკური ფაქტორი: რატომ ირჩევენ ავიახაზები ავტომატიკას

თანამედროვე ავიაციაში ეკონომიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კომპიუტერული სისტემები საწვავის ოპტიმალურ ხარჯვასა და ფრენის ტრაექტორიას გაცილებით უფრო ზუსტად ითვლიან, ვიდრე ამას ადამიანი შეძლებდა. ბიუჯეტური ავიაკომპანიის მოდელისთვის, სადაც თითოეული მილილიტრი საწვავი მნიშვნელოვანია, ავტომატიზაცია შეუცვლელი ინსტრუმენტია.

გარდა ამისა, სისტემები მგზავრების მაქსიმალურ კომფორტსაც უზრუნველყოფენ. ავტოპილოტი მანევრებს ბევრად უფრო რბილად ასრულებს, რაც მცირე ტურბულენტობის დროსაც კი მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის. თუმცა, სწორედ ეს იდეალური გარემო ქმნის იმ თვითკმაყოფილების შეგრძნებას, რომელიც შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს.

როდესაც წამები ყველაფერს წყვეტს

ისტორიაში არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც ავტომატიზაციაზე გადაჭარბებულმა ნდობამ მძიმე შედეგები გამოიწვია. როდესაც თვითმფრინავის სენსორები მწყობრიდან გამოდის და ავტოპილოტი ითიშება, მფრინავებს უწევთ ხელით მართვი რეჟიმზე მომენტალურად გადავიდნენ. თუ ამ დროს პილოტებს საკმარისი რეალური პრაქტიკა არ აქვთ, კუნთოვანი მეხსიერება შეიძლება არასწორად ამუშავდეს.

ამის ნათელი მაგალითი Air France 447-ის შემთხვევაა, ატლანტის ოკეანის თავზე, სადაც სენსორების გაყინვამ და ავტოპილოტის გათიშვამ ეკიპაჟი დააბნია. მათ თვითმფრინავის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა სწორედ იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ხელით მართვის ჩვევები სათანადოდ გამომუშავებული არ ჰქონდათ. მსგავსი პრობლემები Boeing 737 MAX-ის კრიზისის დროსაც გამოიკვეთა, სადაც სისტემურმა ხარვეზმა და პილოტების მოუმზადებლობამ ახალი ტიპის ავტომატიზაციასთან საბედისწერო შედეგი გამოიწვია.

როგორ ინარჩუნებენ პილოტები ფორმას

საბედნიეროდ, ავიაკომპანიები და მარეგულირებელი ორგანოები ამ პრობლემას  აცნობიერებენ. დღეს ინდუსტრიაში ინერგება ახალი მიდგომები, რომლებიც მიზნად ბალანსის აღდგენას ისახავს:

  1. Mixed Flying: ბევრი კომპანია პილოტებს მოუწოდებს, კარგ ამინდში და ნაკლებად გადატვირთულ საჰაერო სივრცეში, აფრენისა და დაშვებისას ავტომატიკა გამორთონ და თვითმფრინავი ხელით მართონ. ეს მათ შტურვალის შეგრძნების შენარჩუნებაში ეხმარება.
  2. Advanced Simulators: თანამედროვე სიმულატორები მხოლოდ სტანდარტული პროცედურებისთვის აღარ გამოიყენება. მათში ემატება რთული, არაპროგნოზირებადი სცენარები, რომლებიც პილოტებს კრიტიკული აზროვნებისა და რეაქციის სისწრაფის შენარჩუნებაში ეხმარება.
  3. Upset Recovery Training: ეს არის სპეციალური წვრთნები, რომლებიც მფრინავებს ასწავლის, როგორ დაიბრუნონ კონტროლი ხომალდზე ყველაზე ექსტრემალურ პოზიციებშიც კი, როდესაც სტანდარტული ხელსაწყოები მცდარ ინფორმაციას აჩვენებენ.

ფსიქოლოგიური ფაქტორი 

გარდა ფიზიკური უნარებისა, არსებობს მენტალური გამოწვევაც. საათობით მონიტორების ყურება და სისტემის მუშაობის კონტროლი ყურადღების მოდუნებას იწვევს. ფსიქოლოგები ამას „მონიტორინგის დაღლილობას“ უწოდებენ. პილოტმა სიფხიზლე მაშინაც კი უნდა შეინარჩუნოს, როდესაც თვითმფრინავი იდეალურად მიფრინავს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტრენინგები დიდ დროს უთმობს „სიტუაციურ გააზრებას“ (Situational Awareness) – უნარს, მუდმივად იცოდე რა ხდება შენს გარშემო, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა ყველაფერს აკეთებს.

მომავალი ადამიანისა და ტექნიკის სიმბიოზშია. ჩვენ ტექნოლოგიებზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ავიაცია ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად სწორედ მათ აქციეს. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ტექნიკა უძლურია, კაბინაში უნდა იჯდეს ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა, არამედ თვითმფრინავის მართვა რეალურად შეუძლია.

ავტომატიზაცია საუკეთესო დამხმარეა, მაგრამ პილოტირება – ხელოვნებაა, რომელიც მუდმივ წვრთნასა და განახლებას საჭიროებს. მხოლოდ ასე შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, როდესაც ღრუბლებში ათასობით მეტრის სიმაღლეზე ვიმყოფებით.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია IndiGo-მ თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments