თურქულმა ავიაკომპანია Pegasus -მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა და ქუთაის სტამბოლი , სტამბოლო ქუთაისი-ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

პირველი რეისი სტამბოლიდან, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან, გვიან ღამით, Boeing 737 განხორციელდა და ქუთაისის აეროპორტში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

ოფიციალურ დახვედრას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

ქუთაისი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მარტი 202626 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 198 -დან
2 აპრილი 20265 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 195 -დან
10 მაისი 202613 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 227 -დან

 

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სტამბოლი ახალი მიმართულებაა, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე ფრენაზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა და იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.

ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, 2023 წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე 1 700 000 -მდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Pegasus -ის ფრენებზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისიდან კოპენჰაგენში პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტს 2 ახალი პირდაპირი მიმართულება – კოპენჰაგენი და სტამბოლი დაემატა
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments