საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, რაც საქართველოში უკვე მოქმედ და ყველასათვის კარგად ცნობილ თურქულ ავიაკომპანიას, პეგასუსს უკავშირდება.

Pegasus Airlines-ი საქართველოში 2010 წლიდან შემოვიდა და ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, 2018 წელს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაიწყო ოპერირება, თუმცა მალევე შეწყვიტა.

2020 წლის მარტიდან კი პეგასუსი სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით იწყებს ფრენების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ 2019-20 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგის მიხედვით პეგასუსი კვირაში 4 რეისს შეასრულებს.

მართალია, ფრენების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ რეისები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება.

ბათუმიდან სტამბოლში მოხვედრა Turkish Airlines-ის გარდა, კიდევ ერთი ავიაკომპანიით იქნება შესაძლებელი და მგზავრებს უფრო ფართო არჩევანი ექნებათ. ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პეგასუსი საკმაოდ მისაღებ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს, ამიტომ ავიაბილეთების შეძენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

ბათუმი სტამბოლი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 დეკემბერი 202431 დეკემბერი 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 735 -დან
17 იანვარი 202518 იანვარი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 325 -დან
14 თებერვალი 202516 თებერვალი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 326 -დან
18 მარტი 202521 მარტი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 415 -დან

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან Pegasus Airlines-ის დახმარებით ევროპის და აზიის ბევრ ქვეყანაში გახდება შესაძლებელი მოხვედრა ტრანზიტული რეისით, რადგან ეს ავიაკომპანია დაახლოებით 109 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air -ი წამყვან დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიდან დასახელდა
შემდეგი სტატიაბანგკოკი თბილისის ავიარეისები დაინიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments