საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა კიდევ ერთ ავიაკომპანიას მიენიჭა. ამჯერად, ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას საქართველოს მიმართულებით.

Thai Air Asia X 5 წლის წინ, 2014 წელს დაარსდა ტაილანდში და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და წარმატებული ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში განხორციელდება. ჯამში, 6 ჩარტერული  რეისი განხორცილდება : 25, 27, 28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს. აღნიშნული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

Thai Air Asia X – ს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულების უფლება საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თავდაპირველად 21 ოქტომბერს, 2 რეისზე მიენიჭა. ავიაკომპანიამ, დამატებითი განცხადების გაკეთების შემდეგ კი, კიდევ 4 რეისის შესრულების ნებართვა 27 ნოემბერს მიიღო.

თბილისი ბანგკოკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
26 August 202614 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 761 -დან
7 September 202613 September 20262 StopsChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 919 -დან
25 October 202622 November 20261 StopSCATავიაბილეთები 1 669 -დან
22 November 202629 November 20261 StopSCATავიაბილეთები 1 596 -დან
3 December 202631 January 20271 StopSCATავიაბილეთები 1 578 -დან
5 January 202724 January 20271 StopSCATავიაბილეთები 1 557 -დან
4 February 202714 February 20271 StopSCATავიაბილეთები 1 571 -დან
11 March 20272 April 20272 StopsSCATავიაბილეთები 1 815 -დან
5 April 202712 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 2 262 -დან
4 June 20277 June 20272 StopsChina Easternავიაბილეთები 2 245 -დან
15 July 202731 July 20272 StopsChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 972 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპეგასუსი ბათუმის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას იწყებს
შემდეგი სტატია10 საუკეთესო ქვეყანა მიგრანტებისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted