Pegasus Airlines-ი არის თურქეთის მთავარი გადამზიდავი ავიაკომპანია, რომელიც ემსახურება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენების ფართო სპექტრს. ის 1991 წლის 12 იანვარს, სტამბოლში დაარსდა.

ავიაკომპანია საქართველოდან ფრენებს ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, Pegasus Airlines ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიისა და აფრიკის 40-მდე ქვეყანაში ასრულებს რეისებს.

ამ სტატიაში დეტალურად გაეცნობით Pegasus Airlines-ის წესებსა და პირობებს.

  • ავიაბილეთის გაუქმება

Pegasus Airlines-ი ახორციელებს 24 საათიანი გაუქმების პოლიტიკას, რომლის მიხედვით, მგზავრებს შეუძლიათ გააუქმონ პეგასუსის ავიახაზებზე დაჯავშნილი ფრენა შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ავიაკომპანია დაგიბრუნებთ ბილეთის ღირებულების სრულ თანხას იმ შემთხვევაში, თუ დაჯავშნა განხორციელდა გამგზავრებამდე ერთი კვირით ან მეტი ხნით ადრე.

თუ მგზავრებმა გააუქმეს Pegasus Airlines-ის ფრენა გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე და ფრენა დაჯავშნილია არაუმეტეს ერთი კვირით ადრე, ავიაკომპანია ითხოვს ჯარიმის გადახდას, რომელიც მთლიანად დამოკიდებული იქნება პეგასუსის ავიახაზების ტარიფის წესების მიხედვით.

გაუქმების პირობები: Pegasus Airlines იძლევა შესაძლებლობას გააუქმოთ ფრენა ონლაინ ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ასევე, მგზავრებს შეუძლიათ თანხის დაბრუნების მოთხოვნა ონლაინ რეჟიმში, თანხის დაბრუნების მოთხოვნის ფორმის შევსებით Pegasus Airlines-ის ოფიციალურ საიტზე.

პეგასუსის ავიახაზები არ აბრუნებს თანხას ბილეთის ვადის გასვლის შემდეგ.

თანხის დაბრუნების პროცედურას შეიძლება დასჭირდეს დრო (7-დან 10 სამუშაო დღემდე) მოთხოვნის დასამუშავებლად.

გაუქმება შეგიძლიათ ორი გზით – ონლაინ ან ტელეფონით. ამისათვის თქვენ გჭირდებათ თქვენი ფრენის დამადასტურებელი ნომერი.

ასევე შეგიძლიათ გააუქმოთ მოთხოვნა ავიაბილეთის გაუქმების შემდეგ.

  • თარიღის შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ ნებისმიერი ავიაბილეთი, რომელიც შეძენილია პეგასუსის ვებ-გვერდის, სატელეფონო ცენტრის ან მობილური აპლიკაციების მეშვეობით.

  • მგზავრის მონაცემების შეცვლა

ბილეთებზე სახელების შეცვლა და სხვა პირზე გადაცემა შეუძლებელია.

  • რეგისტრაცია/Check-in

Pegasus Airlines ფრენისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგნაირად:

  1. ონლაინ რეგისტრაცია – ფრენამდე 72სთ და 45წთ-ით ადრე.
  2. მობილურით რეგისტრაცია – ფრენამდე 72სთ და 45წთ-ით ადრე.
  3. თვითმომსახურების ჯიხურით რეგისტრაცია აეროპორტში – ფრენამდე 20სთ-ით ადრე.
  4. ბილეთების დახლთან აეროპორტში – ფრენამდე 2სთ და 30წთ-ით ადრე.
  • ბარგი

პეგასუსის მგზავრებისთვის 1 ხელბარგი უფასოა, მისი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 55x45x20 სმ-ს და 8 კგ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი შიდა ფრენებისთვის Essentials-ისა და Business Flex-ის ბილეთზე ნებადართულია 15 კგ-მდე წონით, ხოლო Advantage ბილეთზე 20 კგ-მდე.

საერთაშორისო ფრენებისთვის სამივე ტიპის ბილეთი მოიცავს ერთ 20 კგ-მდე ბარგს.

  • სპორტული აღჭურვილობა

არის თუ არა გადასახადი სპორტული აღჭურვილობისთვის Pegasus Airlines-ზე? – დიახ. საფასური დამოკიდებულია სპორტული აღჭურვილობის ტიპზე და მიმართულებაზე (შიდა თუ საერთაშორისო).

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიპირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
შემდეგი სტატიაWizz Air-მა შესაძლოა მომავალში თბილისიდანაც იფრინოს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments