Wizz Air – უნგრული ბიუჯეტური კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფრინავს. თუმცა, ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჟაჟა ტრუბეკი BMG-სთან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ მომავალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განახორციელონ ფრენები.

ჟაჟა ტრუბეკი აცხადებს, რომ თბილისის აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან აეროპორტში მოსაკრებელი მათთვის საკმაოდ მაღალია. როგორც მოგეხსენებათ, wizz air დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და მათთვის პრიორიტეტული დაბალი ფასების შენარჩუნებაა, რომ რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა შეძლოს მათი სერვისით სარგებლობა. თუმცა, იმედოვნებენ რომ მომავალში თბილისიდანაც შემოგვთავაზებენ ფრენებს.

რამდენიმე დღეა, რაც ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტიდან გარკვეულ მიმართულებებზე ფრენების სიხშირე გაზარდა. ფრენის სიხშირეები გაიზრდება: ბერლინის, დორტმუნდის, მემინგენის, ათენის, ბარსელონას, მილანის, პრაღის, რიგის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, ქუთაისის აეროპორტი იხურება და ავიაკომპანიის ფრენები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიPegasus Airlines-ის წესები და პირობები
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში მიმოსვლის დადებითი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments