ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთიდან საქართველოში მგზავრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელს ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა და 57,184 შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში (იანვრიდან მაისის ჩათვლით) კი ეს ზრდა 91%-ს აჭარბებს, 29,212 მგზავრით, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.

ფრენები და სამომავლო გეგმები

ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines და Air China ურუმჩი თბილისი თბილისი ურუმჩი -ს მარშრუტზე, კვირაში სულ 10 სიხშირით ასრულებენ. ქვეყნები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სატვირთო გადაზიდვების მიმართულებითაც.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივლისი 202525 ივლისი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 1 742 -დან
15 აგვისტო 202530 აგვისტო 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 1 483 -დან
1 სექტემბერი 20259 სექტემბერი 2025China Southern Airlinesავიაბილეთები 1 674 -დან

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, ცოტა ხნის წინ შეხვდა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას, რომელსაც დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი. მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის ფრენების სიხშირის გაზრდა და ახალი მიმართულებების დამატება.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მგზავრთნაკადის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოსა და ჩინეთს შორის 2024 წლის 28 მაისიდან ამოქმედებულმა უვიზო მიმოსვლამ.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროკავშირი კრძალავს ავიაკომპანიებისთვის ხელბარგზე დამატებითი გადასახადის დაწესებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments