როგორც ცნობილი გახდა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან აღადგენს ფრენებს საქართველოს მიმართულებით.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია Wizz Air-ი განაახლებს ოპერირებას. 1 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე აღდგება ავიამიმოსვლა. Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის ავიარეისს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც განაახლებს ფუნქციონირებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ავიარეისებისთვის დახურული იყო.

ჯერჯერობით უცნობია სხვა მიმართულებები, რომლებსაც Wizz Air-ი და Ryanair-ი აღადგენენ. თუმცა, ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეტაპობრივად გახდება ცნობილი თუ რომელი ქვეყნებიდან შეასრულებენ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

ქუთაისი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ივნისი 202623 ივნისი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 104 -დან
6 აგვისტო 20269 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 058 -დან
1 მარტი 20278 მარტი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 792 -დან

რიგა ქუთაისი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 ივნისი 202630 ივნისი 20262 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 114 -დან
15 ივლისი 202623 ივლისი 20261 ᲒაჩერებაairBalticავიაბილეთები 1 122 -დან
12 აგვისტო 202617 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 941 -დან
2 სექტემბერი 202611 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაBuzzავიაბილეთები 1 028 -დან
19 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 933 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიოქტომბრის თვის ავიარეისების ნაწილის განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიადაინიშნა თბილისი მილანის ჩარტერული რეისი
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
Vivi
5 years ago

წარმატებები!!!!!!!მოწმენდილ ცაზე გეფრინოთ მუდამ!!!!!ძალიან გაგვახარეთ!!!