თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოქტომბრის თვის ჩარტერული რეისების განრიგს  ახალი მიმართულება დაემატა. ახალი ჩარტერული რეისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნის, იტალიის მიმართულებით განხორციელდება.

იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის მიმართულებითაც რეისების დანიშვნაზე განსაკუთრებით დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა. სწორედ ამიტომ, Myway Airlines-ი თბილისიდან მილანის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე 5 ოქტომბერს განხორციელდება. 

აღნიშნული რეისი იქნება გამყვანი და მგზავრებს მხოლოდ ცალმხრივად, თბილისიდან მილანის მიმართულებით მოემსახურება. ავიაკომპანიას რეისის შესრულების უფლება უკვე მიენიჭა და ავიაბილეთების გაყიდვაც დაიწყო.

თუ აღნიშნული რეისზე გსურთ ავიაბილეთის შეძენა, გამოგვიგზავნეთ თქვენი პასპორტის სურათი ელ. ფოსტაზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907

4 4 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
გაემგზავრე 5 ოქტომბერს ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის მიმართულებით - ყველაზე იაფი aviabiletebi
1 month ago

[…] ოქტომბერს თბილისიდან მილანის მიმართულებით ჩარტერული ფრენა სრულდება, რაც […]