ისრაელის ავიაკომპანია Arkia Airlines საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს, ეილათი–ბათუმი–ეილათის მიმართულებით. რეისები განხორციელდება 7 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან ახალი მიმართულების დამატება მიმდინარე სეზონზე გაზრდის ტურისტების ნაკადს საქართველოში.

ისრაელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რომელიც მზარდია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ისრაელიდან,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა, უკვე მიანიჭა ისრაელის ავიაკომპანიას.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ფრენებს თბილისიდან შეასრულებს
შემდეგი სტატიაკიდევ ერთი ავიაკომპანია განაახლებს ფრენებს ბათუმიდან
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments