ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines-ი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია 15 აგვისტოდან შეუდგება ოპერირებას ვილნიუსი-ბათუმი-ტალინი საჰაერო ხაზზე. ავიაკომპანიის თვითმფრინავი მგზავრების ტრანსპორტირებას ჯერ ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე განახორციელებს, ხოლო შემდგომ ბათუმი-ტალინის მიმართულებაზე.

თბილისისა და ბათუმის ოპერატორ კომპანია TAV Georgia აცხადებს, რომ გაწერილი განრიგის მიხედვით ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 29 სექტემბრამდე განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და ვილნიუსი ბათუმის მიმართულებით რამდენიმე ჩარტერული რეისი განახორციელა.

ავიაკომპანია სპეციალიზირებულია ჩარტერულ ფრენებზე და ასევე თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე. GetJet Airlines-ის თვითმფრინავები ასევე დაფრინავენ საერთაშორისო ავიაკომპანიების სახელით, მათ შორის LOT Polish Airlines, Air Malta, TUIfly, Finnair, Tunisair და სხვა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან
შემდეგი სტატია5 ქალაქი, რომელიც საფრანგეთში უნდა მოინახულოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments