TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის, თეა ზაქარაძეს განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის პერიოდში ფრენებს თბილისიდან შეასრულებს.

ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილი 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია ორ კვირას, 10-დან 24 ოქტომბრამდე გასტანს. ყველა რეისი, რომელიც 14 დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში უნდა შესრულებულიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება.

„იყო სახელმწიფოს თხოვნა, თუ იქნებოდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ მიგვეღო ყველა ის რეისი, რომელიც ქუთაისში დღეს სრულდება. გამოვთქვით მზადყოფნა და გიდასტურებთ, რომ ყველა რეისი თბილისის აეროპორტში შესრულდება” – თქვა ზაქარაძემ.

wizz airis aviabiletebi
wizz airis aviabiletebi
წინა სტატიაში10 ქალაქი, რომელიც იტალიაში უნდა მოინახულოთ
შემდეგი სტატიაახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments