ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა დღეს უკვე ძალიან მარტივია. საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და მოქალაქეებს საშუალება აქვთ სამი თვე ვიზის გარეშე მოინახულონ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა თუ ქალაქი

რამდენიმე მეთოდი/ხერხი თუ როგორ ვიმოგზაუროთ იაფად:

  1. ავიაბილთები

თვითმფრინავის ბილეთის ფასი შესაძლოა კვირის დღეებისა თუ სეზონის მიხედვით განსხვავებული იყოს, ამიტომ უმჯობესია, ავიაბილეთები  გაფრენამდე 5–6 კვირით ადრე დაჯავშნოთ. ცნობილია, რომ ავიაბილეთებს ყველაზე იაფად სწორედ დროის ამ პერიოდში შეიძენთ. ასევე ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევაში თუკი პირდაპირი ფრენის ნაცვლად, სხვა ქალაქის გავლით, გადაჯდომით იმგზავრებთ ამით თქვენს ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებთ.

2. დაჯავშნეთ სასტუმროები.

სასტუმროებისა და ჰოსტელები ყველზე მრავალფეროვან არჩევანს საიტები www.booking.com და www.airbnb.com გვთავაზობს, რომელთა მეშვეობითაც ტურისტს მისთვის სასურველი ფასითა და პირობებით სხვადასხვა ტიპის სასტუმროს დაჯავშნა შეუძლია. airbnb–ზე ტურისტს შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად როგორც ცალკეული ოთახი ასევე მთლიანი ბინაც დაიქირაოს. გაითვალისწინეთ, რომ თუკი საცხოვრებლად ქალაქის ცენტრს აირჩევთ ეს ხარჯებს გაგიზრდით, მაგრამ თუკი გარეუბანში ამჯობინებთ ცხოვრებას, თანხაც დაგეზოგებათ და შესაძლოა გარეუბნიდან ცენტრამდე მგზავრობისას ისეთი საინტერესო  ადგილებიც აღმოაჩინოთ, რომელთა ნახვას არც აპირებდით.

3. კვების ობიექტები

იმ კაფეებს, რესტორნებსა  და მაღაზიებს ეწვიეთ, რომლებიც არატურისტულ ზონებშია განთავსებული. ცნობილია, რომ ასეთ ადგილებში ფასები  ტურისტული ზონებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად დაბალია.

4. მუზეუმები

თვალი მიადევნეთ იმ მუზეუმებისა თუ გალერეების გვერდებს, სადაც სტუმრობას აპირებთ. შესაძლოა კვირის სხვადასხვა დღეებში ან დღის სხვადასხვა საათებში ბილეთების ფასი განსხვავებული იყოს, ასევე შესაძლოა სხვადასხვა დროს ტურისტებს განსაკუთრებულ შეღავათებს სთავაზობდნენ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიეგზოტიკური შეთავაზება Airbnb-სგან
შემდეგი სტატიარატომ დაფრინავენ ავიაკომპანიები იაფად
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments