mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

Airbnb ეს არის საიტი მოგზაურთათვის, ვინც ეძებს ადგილს, სადაც უცხოეთში მოგზაურობის დროს დარჩება.

კომპანია 2008 წელს დაარსდა და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.

სან-ფრანცისკოში მცხოვრებ ორ დიზაინერ მეგობარს, ფინანსური პრობლემა დაუდგათ, ისინი ვერ იხდიდნენ ბინის ქირის გადასახადს. სწორედ ამიტომ მათ გადაწყვიტეს სახლის სხვენი მოეწყოთ და გაექირავებინათ. საჭირო იყო მხოლოდ კლიენტის მოძიება და გაქირავების საიტებზე განცხადების დადებას ამჯობინეს საკუთარი ვებ-გვერდი შეექმნათ.

საიტი მალე გახდა პოპულარული. ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ითხოვდნენ, მათ ქვეყანაშიც ყოფილიყო შესაძლებელი მსგავსი ნიშის საიტით სარგებლობა. დღეს Airbnb-ზე განთავსებული განცხადებები 191 ქვეყანასა და უამრამ ქალაქს მოიცავს. სტატისტიკის მიხედვით 2008 წლიდან მოყოლებული, ვებ-გვერდმა 150 მილიონამდე სტუმარს უმასპინძლა.

ვებ-გევრდი არამარტო ტურისტებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც სასარგებლოა, ვისაც ფართი აქვს გასაქირავებელი და კლიენტს ეძებს. საიტზე საჭიროა მხოლოდ ბინის ისეთი მონაცემების მითითება როგორიცაა, ფართისა და ავეჯის აღწერა, არის თუ არა ინტერნეტი, რამდენად მარტივად უკავშირდება ტრანსპორტი და ა.შ. ამ ყველაფერს ლამაზ ფოტოებს დაუმატებთ და დაინტერესებული კლიენტი აუცილებლად გიპოვით. საიტის კონცეფციამ და სიმარტივემ არაერთ ადამიანს დააწყებინა ბიზნესი, მათ შორის საქართველოშიც. თუ ბინა ქალაქის ძველ უბანში გაქვთ, თვეში დაახლოებით 700-იდან 1000 დოლარამდე თანხას მიიღებთ ტურისტებზე გაქირავებით.

Airbnb-მ ზოგ ადამიანს იდეა გაუჩინა, იჯარით შეეძინათ ბინები მათივე ან სხვა ქალაქში და შემდეგ გაქირავებით, მუდმივი შემოსავალი მიეღოთ.

ტურისტები ბინაში ყოფნის შემდეგ Airbnb-ზე აკეთებენ შეფასებას, რომელიც ვარსკვლავების სახითაა. თუ განცხადებას ბევრი ვარკსვლავი აქვს, ეს ნიშნავს რომ ბინა კომფორტულია, მასპინძელი კი ყურადღებიანი.

საიტზე ბინისა თუ აპარტამენტის ძიება მარტივად ხდება. პირველრიგში უნდა დარეგისტრირდეთ Airbnb -ზე შემდეგ, საჭიროა ქალაქისა და ფილტრში იმ თანხის მითითება, რომლის გადახდასაც შევძლებთ. ამის შემდეგ საიტი შემოგვთავაზებს სხვადასხვა ვარიანტს. პირველ რიგში მონიშნავს ადგილს, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოსაა და ასევე შედარებით იაფ ვარიანტს გარეუბანში. ამის შემდეგ ტურისტი გადადის განცხადებაზე და ეცნობა მასპინძლის მიერ მითითებულ მონაცემებსა და უკვე მიღებული სტუმრების კომენტარებს. თუ განცხადებას არ ახლავს კომენტარები ეს ნიშნავს, რომ ახალი ატვირთულია და ასეთ დროს Airbnb გირჩევთ მასპინძელთან დარეკვას ან სხვა სახის კომუნიკაციას.

საიტის ისტორიის გარდა საინტერესოა სახელიც – Airbnb, რომელიც იშიფრება როგორც : “ გასაბერი საწოლი ანუ მატრასი და საუზმე.”

Airbnb თანამშრომლობს ისეთ ვებ-გვერდებთან, რომლებიც ტურისტებს ეხმარებიან რესტორნებისა და კაფეების მოძიებაში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმაივეი ავიახაზები / Myway Airlines
შემდეგი სტატიაუცნაური და ორიგინალური ჰოსტელები
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
3 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments