Airbnb მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალურ სიახლეებს, როგორიცაა მაგალითად ღამის გატარება – ზვიგენებთან ერთად.

 პარიზის აკვარიუმი წყალქვეშ დაუვიწყარი ღამის გატარებას გპირდებათ. თქვენი მეზობლები თვით ზვიგენები იქნებიან. ოთახი უშუალოდ აკვარიუმშია მოთავსებული. ფანჯრებიდან საშუალება გექნებათ თქვენ ირგვლივ მშვიდად მცურავ ზვიგენებს უყუროთ.

 ნომრის აღების საშუალება აპრილის თვეშია შესაძლებელი – 11-დან 13-მდე. საფასურში შედის აკვარიუმის ტურიც და სადილიც. სტუმრები იხილავენ სპეციალურ შოუს, სადაც მყვინთავები ზვიგენებთან ერთად იცურებენ.

 გარდა ამისა ორიგინალურ კოლექციაში შესაძლებელია პარიზის კატაკომბებს ესტუმროთ, გონდოლით გაისეირნოთ და IKEA -ს მაღაზიას ესტუმროთ.

 ნომრის აღება მარტივი არ არის. მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და გასცენ პასუხი მთავარ კითხვას – რატომ უნდა მიიღონ ზვიგენებთან ერთად ცხოვრების პრივილეგია.

 აკვარიუმს თავისი წესები აქვს და ყველაზე მთავარი – ზვიგენთან სელფი არ შეიძლება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიMyway / ბუდაპეშტის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
შემდეგი სტატიარამდენიმე ხერხი იაფად მოგზაურობის
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments