ავიაკომპანიები მგზავრებს ხშირად დაბალ ფასებს სთავაზობენ, რის საფუძველზეც წარმოიქმნა სტერეოტიპები, რომ ხარისხის ნაკლებობასთან გვაქვს ადგილი.

რიანაირ საქართველოევროპის ქყევნების მასშტაბით სამი ავიაკომპანიის გამორჩევა შეიძლება – Wizz Air , Ryanair და easyjet. ერთ-ერთი პიონერი სწორედ Ryanair იყო, რომელმაც დრო და შესაძლებლობები გამოიყენა და რეისები საგრძნობლად გააიაფა. ამის შემდეგ კონკურენციას უწევდა უკვე ისეთ ავიაკომპანიებს როგორიც British Airways, Lufthansa  და KML არიან.

იაფი ავიაბილეთი არ ნიშნავს რომ თვითმფრინავით მგზავრობა საშიშია. ცნობილია რომ ახალი თვითმფრინავები შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. სწორედ ამის საფუძველზეც Ryanair- მა 2009 წელს 150 ბოინგ – 737 შეიძინა. ტექნიკურ სამსახურს შესწავლა მხოლოდ ერთი ტიპის ხომალდთან უწევთ, რაც ასევე ზოგავს ბიუჯეტს.

ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს არ აქვთ ბიზნესკლასი, რაც შედარებით მეტი მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს რომ მაქსიმალური კომფორტითაც ვერ დაიკვეხნიან.

ავიაკომპანიის გუნდის წევრები ახალგაზრდები არიან და მათ ხშირად რამდენიმე სხვადასხვა საქმის გაკეთება უწევთ. სტიუარდესები ვაჭრობას და დასუფთავებასაც უზრუნველყოფენ.

დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ხშირად მცირე მოცულობის აეროპორტებს ირჩევენ, როგორც ჩვენ შემთხვევაში wizz air-მა გააკეთა.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები რეისებს მაქსიმალური სიხშირით ასრულებენ. მგზავრებს საშუალება აქვთ მათთვის ხელსაყრელი დრო აირჩიონ.

სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს მეტი მოგება რჩებათ, ვიდრე ტრადიციულებს.

ტურისტების დიდი ნაწილი ირჩევს იაფად იმგზავროს, გარკვეულ კომფორტზე უარის თქმით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირამდენიმე ხერხი იაფად მოგზაურობის
შემდეგი სტატიამესტიის აეროპორტი | თბილისი – მესტია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments