ისეთ ეგზოტიკურ მხარეში გამგზავრება, როგორიცაა მექსიკის შეერთებული შტატები, საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე სახის ნებართვის სანაცვლოდ შეუძლიათ. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა პროცედურებია საჭირო მექსიკაში გასამგზავრებლად,  გაეცანით სტატიას და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.

 როგორ მოვხვდეთ მექსიკაში ?

პირველ რიგში, მექსიკაში გასამგზავრებლად, მოგიწევთ გააკეთოთ განაცხადი იმ ტიპის ვიზის ასაღებად, როგორიც თქვენს სიტუაციას ყველაზე მეტად შეეფერება, მაგალითად ტურისტული, საქმიანი და ა.შ. 

თუმცა, თუ კი თქვენ ბრძანდებით საქართველოს მოქალაქე და გაქვთ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შენგენის ზონის წევრი რომელიმე ქვეყნის ან ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქმედი მრავალჯერადი ვიზა, მაშინ თავისუფლად შეძლებთ მოხვდეთ მექსიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

ასევე, თუ კი გაქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი და ამასთანავე მოპოვებული გაქვთ იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, შენგენის წევრი ქვეყნების ან ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიაზე მუდმიმი ცხოვრების ნებართვა, მაშინ, თქვენ ვიზის გარეშე, თავისუფლად შეძლებთ ესტუმროთ მექსიკის შეერთებულ შტატებს ტურისტული ვიზიტით.

რა დოკუმენტაციაა საჭირო საზღვარზე წარსადგენად?

  • სასტუმროს ჯავშნისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი.
  • სამოგზაუროდ თანხის აუცილებელი ოდენობა.
  • სამოგზაურო დაზღვევა.
  • ტურიზმის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს  გიდის მომსახურების ან/და  სამოგზაურო ტურის შეძენას (მაგალითად, მექსიკას სტუდენტებისთვის გააჩნია ახალგაზრდული ტურები).

აღნიშნული ქვეყნის მოსანახულებლად, საჭირო ვიზის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ მექსიკის შეერთებული შტატების საპატიო საკონსულოს, რომელიც მდებარეობს თბილისში, წერეთლის ქუჩის 114 ნომერში.

აღნიშნულ საკონსულოში მისვლისას, თქვენ უნდა წარადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რის შემდეგაც ისინი ელექტრონული ფორმით გადაიგზავნება ქალაქ ანკარაში არსებულ მექსიკის საელჩოში. იმ შემთხვევაში, თუ ყველა საბუთი წესრიგში იქნება, დაგენიშნებათ შეხვედრა, სადაც უნდა ჩააბაროთ ბიომეტრიული მონაცემები (თითის ანაბეჭები). ამისათვის კი ანკარაში ჩასვლა იქნება საჭირო.

ანკარაში ჩასვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი 36 აშშ დოლარის ოდენობით და წარადგინოთ სავიზო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ვერსიით, უნდა იყოს ინგლისურ ენაზე: 

  • პასპორტი, რომელიც მოქმედია შემდეგი 6 თვის განმავლობაში (ასლი);
  • სავიზო განაცხადის ფორმა, ერთი ბიომეტრიული ფოტოთი (გადაღებული უნდა იყოს თეთრ ფონზე, უკანასკნელი 6 თვის განვალობაში, 3×4 ფორმატში, სათვალის გარეშე)
  • ცნობა დამსაქმებლისგან, სადაც მითითებული უნდა იქნას განმცხადებლის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი), თანამდებობა, ანაზღაურება, დასაქმების ხანგრძლივობა და საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კვლავ დასაქმდებით. ასევე დამსაქმებლის რეკვიზიტები;
  • ბოლო 3 თვის განმავლობაში განმცხადებლის სახელფასო ამონაწერი დამსაქმებლისგან, ცხრილის სახით და ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული;
  •  ბოლო 3 თვის განმავლობაში, განმცხადებლის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან, ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული ყოველ გვერდზე;
  • ბოლო 3 თვის განმავლობაში, პირადი დანაზოგის ამონაწერი ბანკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ავტორიზებული პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული;
  • ბეჭდიანი და ხელმოწერილი ორიგინალი მოწვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადი მონაცემებისა და მიზნის მითითებით;
  • პენსიონერის შემთხვევაში, ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი;
  • სტუდენტი/მოსწავლის შემთხვევაში, ცნობა სასწავლებლიდან;
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში, მშობლების ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა შვილის გამგზავრებაზე. ასევე, მშობლები აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ვიზის აღების პროცედურას;
  • ფინანსური უზრუნველყოფა (უკანასკნელი 6 თვის სახელფასო ამონაწერი და ა.შ. ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ინდივიდუალური აპლიკაციის მიხედვით, შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი საბუთების ან აღნიშნული დოკუმენტების სხვადასხვა სახეობის წარდგენა.

თბილისი მექსიკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 დეკემბერი 202420 იანვარი 20251 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 2 630 -დან
23 იანვარი 202510 თებერვალი 20252 ᲒაჩერებაAir Franceავიაბილეთები 2 348 -დან
18 თებერვალი 20254 მარტი 20252 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesავიაბილეთები 2 104 -დან
12 მარტი 202526 მარტი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 2 911 -დან
10 აპრილი 202517 აპრილი 20252 ᲒაჩერებაAir Franceავიაბილეთები 2 398 -დან

Avia.ge ამ ეტაპზე სავიზო მომსახურებას არ გთავაზობთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაფრანგეთში შესვლის პირობები იცვლება
შემდეგი სტატიაყველაზე კარგი და ცუდი ქალაქები მიგრანტებისთვის
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
5 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
მინდია
4 years ago

მექსიკის ვიზა რა ჯდება

Guest
მარიამი
3 years ago

ამჟამად დაკეტილია თუ არა მექსიკის საზღვარი ტურისტებისთვის ????

Guest
დავითი
2 years ago

გამარჯობათ