ყოველწლიურად მიგრანტების გამოკითხვის შედეგად ადგენენ იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ცხოვრების ყველაზე კარგი და ცუდი პირობებია. Internations-ი აქვეყნებს 2019 წლის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც 82 ქალაქზე ვრცელდებოდა და გვაცნობს, თუ როგორი ცხოვრება ჰქონდათ მიგრანტების  წლის განმავლობაში ამ ქალაქებში.

ქალაქების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე უარყოფითად დასახელდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

ელ-ქუვეითი

  • ამ ქალაქს მიგრანტები ყველაზე არამეგობრულად ასახელებენ. მათი თქმით, უცხოელებს პატივს არ სცემენ და მათ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები. გარდა ამისა, ამ ქალაქში მიგრანტებს არ მოსწონთ სამუშაო პირობები და კარიერული წინსვლის პერსპექტივები.

რომი

  • წინა ქალაქის მსგავს პრობლემას ასახელებენ რომში მცხოვრები მიგრანტებიც. მათთვის საკმაოდ რთულია სამსახურის მოძებნა და თავის რჩენა. მათი თქმით, რომში ცხოვრება საკმაოდ ძვირია, ხელფასები კი დაბალია.

მილანი

  • გარდა იმისა, რომ მილანში მიგრანტებს დაბალი ხელფასებისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო ცხოვრება უჭირთ, მათთვის ასევე სირთულეს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება და ქონების შეძენა უცხოელების მიმართ არსებული პოლიტიკის გამო.

პარიზი

  • ამ ქალაქში მიგრანტები უკმაყოფილო არიან ადგილობრივების დამოკიდებულებით უცხოელების მიმართ. მათთვის რთულია მეგობრების შეძენა და სოციალური ცხოვრების ნაკლებობას განიცდიან. ამასთანავე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქში არსებული სიძვირე, რაც განსაკუთრებით საცხოვრებელს ეხება.

სან-ფრანცისკო

  • ეს ქალაქი მიგრანტებისთვის ყველაზე რთული პირობებით გამოირჩევა ჩრდილოეთ ამერიკის ქალაქებს შორის. განსაკუთრებული სიძვირე და არასტაბილური სამსახურები მიგრანტებს თავის დაკმვიდრების საშუალებას არ აძლევს.

რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც მიგრანტებს ცხოვრების ყველაზე კარგი პირობები აქვთ, შემდეგნაირად განაწილდა :

ლისაბონი

  • მიგრანტებში განსაკუთრებით დიდ კმაყოფილებას იწვევს ადგილობრივების მეგორბული დამოკიდებულება და აქტიური სოციალური ცხოვრება. მათი თქმით, ადგილობრივ კულტურასთან შეწყობა და თავის დამკვიდრება მათთვის მარტივია.

ბარსელონა

  • ამ ქალაქში მცხოვრებ მიგრანტებს მოსწონთ თავისუფალი დროის საინტერესოდ და მხიარულად გატარების შესაძლებლობები. განსაკუთრებით კმაყოფილები არიან უსაფრთხო გარემოთი და ჯანმრთელობის დაზღვევით.

ბაზელი

  • არსებული უსაფრთხო გარემო, ცხოვრების მაღალი ხარისხი, გამართული სატრანსპორტო სისტემა და საოცარი ბუნება განსაკუთრებით სასიამოვნოს და მარტივს ხდის ამ ქალაქში ცხოვრებას.

ჰააგა

  • მიგრანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო პირობები და ფინანსური მდგომარეობაა, რასაც ეს ქალაქი ნამდვილად უზრუნველყოფს.

მონრეალი

  • ნამდვილად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მიგრანტებს ამ ქალაქში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და კარგი ფინანსური მდგომარეობა მოსწონთ. სწორედ ამიტომ, მონრეალი კანადის საუკეთესო ქალაქად არის დასახელებული მიგრანტების მიერ.
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმექსიკის ვიზა / meqsikis viza
შემდეგი სტატიამსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments