საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბევრი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს, ამიტომ საინტერესოა ვიცოდეთ, რომელი ავიაკომპანიები ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი ჩვენს ქვეყანაში.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი ავიაკომპანია ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ყველაზე მეტ წილს, რაც კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადით და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით განისაზღვრება. ამ შემთხვევაში, სტატისტიკა შედგენილია 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით არსებული მონაცემების მიხედვით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ არსებული ინფორმაციით, 2021 წელს ავიაკომპანია Turkish Airlines – ი საქართველოს აეროპორტებში 248 395 მგზავრს მოემსახურა, რამაც ის საქართველოს ავიაბაზარის 12%-იანი წილის მფლობელი გახადა.

შემდეგია უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Skyup Airlines – ი, რომელიც 182 924 მგზავრს მოემსახურა 2021 წელს და 9%-იანი წილის მფლობელი გახდა.

8-8%-იანი წილის მფლობელები არიან უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air – ი, თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines – ი და ბელორუსული ავიაკომპანია Belavia.

6%-იანი წილი ეკუთვნის  საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Flynas – ს, რომელმაც 2021 წელს 121 532 მგზავრი გადაიყვანა.

5%-იან წილი დაიმსახურა არაბთა გაერთიანებული სასაამიეროების ავიაკომპანიამ, Flydubai – მ.

საქართველოს საავიაციო ბაზრის 4%-ს ფლობს ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines – ი.

2021 წელს საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იან წილს ფლობენ ავიაკომპანიები : Georgian Airways, Air Arabia, AZAL Airlines, Bees Airline, Air Astana, FlyArystan, Ukraine International Airlines და LOT Polish Airlines.

2-2%-ს კი ფლობენ შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Aircompany Armenia, EL Al და Qatar Airways.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიOman Air ავიაკომპანია ომან ეარი
შემდეგი სტატიაArkia Airlines ავიაკომპანია არკია
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments