ქუთაისი გახდა საქართველოს მესამე ქალაქი, სადაც ბელარუსული ავიაკომპანია Belavia პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.

Belavia უკვე ასრულებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში და აგვისტოდან მათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება.

მინსკი – ქუთაისი – მინსკის საჰაერო ხაზზე პირველი პირდაპირი ფრენა 4 აგვისტოს შესრულდება. Belavia მინსკსა და ქუთაისს შორის ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს. ფრენები Embraer 175 aircraft- ით შესრულდება, რომელიც ერთ რეისზე 76 მგზავრს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ღირებულება ქუთაისის მიმართულებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ბათუმსა და თბილისში.

“დღეისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი მგზავრებისთვის საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ქუთაისში სტუმრობის შესაძლებლობა მიგვეცა. ქუთაისი, რომელიც სტუმართმოყვარე საქართველოს შუაგულში მდებარეობს, ჰარმონიულად აერთიანებს ანტიკურ და თანამედროვე არქიტექტურას, მშვიდ და აქტიურ ცხოვრების სტილს.”- აცხადებს ავიაკომპანია Belavia-ს გენერალური დირექტორი, იგორ ჩერგინეცი.

ქუთაისი მინსკი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მარტი 202629 მარტი 2026Belaviaავიაბილეთები 1 064 -დან
6 აპრილი 202619 აპრილი 2026Belaviaავიაბილეთები 982 -დან
7 მაისი 202613 მაისი 2026Belaviaავიაბილეთები 936 -დან
1 ივნისი 20267 ივნისი 2026Belaviaავიაბილეთები 1 101 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი და განახლებული ავიარეისები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2021 ივლისი
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-ი თბილისი მინსკის მიმართულებით იფრენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments