საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუდმივად მატებაა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომასთან ერთად ფრენებს ანახლებენ ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში პანდემიამდე ოპერირებდნენ და ამასთანავე, შემოდიან ახალი ავიაკომპანიები ახალი მიმართულებებით.

ამ სტატიაში ერთობლივად გაგაცნობთ ყველა იმ ავიაკომპანიას, რომელიც ახალი თუ განახლებულ ავიარეისებით საქართველოს აეროპორტებს შემოუერთდა.

Gulf Air

ბაჰრეინის სახელმწიფოს ავიაკომპანია Gulf Air-ი საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებდა, თუმცა პანდემიის გამო, როგორც სხვა ავიაკომპანიებმა, ფრენები შეწყვიტა. 15 ივლისიდან კი, ავიაკომპანიამ აღადგინა ფრენები ბაჰრეინისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის.

Gulf Air-ი მანამა – თბილისი – მანამის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შეასრულებს.

Myway Airlines

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ორ ახალ მიმართულებას გვთავაზობს. ავიაკომპანიამ 6 ივლისს თბილისსა და ერევანს შორის დაიწყო ოპერირებადა ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს ასრულებს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის მიმართულებით დაიწყო ოპერირება. Myway Airlines-მა 13 ივლისიდან დაიწყო ფრენების შესრულება თბილისი – დამამი – თბილისის საჰაერო ხაზზე. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

Flydubai

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია ბათუმის აეროპორტში 3 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ფრენები ბათუმსა და დუბაის შორის ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.

Air Arabia Abu Dhabi

საქართველოს საავიაციო ბაზარს კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შეუერთდება. არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანიამ, Air Arabia Abu Dhabi-მ 1 ივლისიდან დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აბუ დაბი – თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას სრულდება.

Kuwait Airways

ქუვეითის სახელმწიფოს ავიაკომპანიამ, Kuwait Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლა განაახლა. ავიაკომპანია ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს ასრულებს.

FlyArystan

ყაზახურმა დაბლაბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 14 ივლისიდან ავიაკომპანიამ ოპერირება შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტის საჰაერო ხაზზე დაიწყო. ორ ქალაქს შორის ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.

FlyArystan -ი დღეისათვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურსულთანიდან.

Flynas

საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი ფრენებს უკვე ასრულებს 3 ქალაქიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში.

ავიაკომპანიამ კიდევ ერთი მიმართულება დაამატა და უკვე ქასიმსა და თბილისს შორის ასრულებს ავიარეისებს. ქასიმის – თბილისი – ქასიმის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს სრულდება.

ავიაბილეთები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ალმათი16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი1 აგვისტო 202712 აგვისტო 2027Transaviaავიაბილეთები 919 -დან
ანკარა21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი27 დეკემბერი 20263 იანვარი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 483 -დან
აბუ-დაბი10 ნოემბერი 202612 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 854 -დან
ანთალია28 ოქტომბერი 202611 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 414 -დან
ბაჰრეინის კუნძული22 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 387 -დან
ბაქო23 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 627 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20276 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 599 -დან

ავიაბილეთები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი13 დეკემბერი 202616 დეკემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 555 -დან
ათენი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202629 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
ბერლინი24 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 345 -დან
ბრიუსელი26 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 256 -დან
ბუდაპეშტი5 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 263 -დან
დორტმუნდი24 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 374 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
ფრანკფურტი19 დეკემბერი 20262 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 402 -დან

ავიაბილეთები ბათუმიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი31 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 116 -დან
ბაქო18 ოქტომბერი 202623 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 1 019 -დან
დუბაი5 აგვისტო 202713 აგვისტო 2027Flydubaiავიაბილეთები 1 852 -დან
ერევანი20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 254 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი19 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 2026Red Wingsავიაბილეთები 770 -დან
სტამბოლი23 თებერვალი 202727 თებერვალი 2027Pegasus Airlinesავიაბილეთები 377 -დან
კრასნოდარი30 დეკემბერი 20268 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 410 -დან
კაზანი29 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 472 -დან
სანკტ პეტერბურგი25 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 983 -დან
მოსკოვი25 დეკემბერი 20269 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 432 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის ავიარეისების განრიგი ივლისი 2021
შემდეგი სტატიაBelavia -მ ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted