საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის აეროპორტში საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმის უმასპინძლა. ქარქაშაძემ ელჩს გააცნო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა და დეტალურად განუმარტა აეროპორტის ოპერირების სპეციფიკა.

შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისი აბუ-დაბი აბუ-დაბი ქუთაისი ს საჰაერო ხაზის განვითარების საკითხი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება და ზამთრის სეზონზე კვირაში 10 რეისი შესრულდება.

 

ელჩმა ალნუაიმიმ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ქუთაისის აეროპორტი პირდაპირი რეისებით აკავშირებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, რაც ხელს უწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას ორ ქვეყანას შორის.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi -მ ქუთაისიდან და აბუ-დაბის მიმართულებით და პირიქით, 115,000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, რაც ხაზს უსვამს ამ მარშრუტის პოპულარობას.

დაჯავშნე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი Mriya 70%-ითაა დასრულებული
შემდეგი სტატიაWizz Air -ის 25%-მდე ფასდაკლება მხოლოდ ერთი დღით!
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments