როგორც უკვე მოგეხსენებათ, ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით პირველ საერთაშორისო რეგულარულ ფრენას 2023 წლის 6 სექტემბერს შეასრულებს.

ახლახანს ცნობილი გახდა რომ ავიაკომპანია ფრენების დაწყებას აზერბაიჯანის მეორე ქალაქის – განჯას მიმართულებითაც იწყებს და რეისებს თბილისი-განჯა-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

მგზავრებს, 72 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72-500 მოემსახურებათ. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება 89 ევროს შეადგენს მოსაკრებლების ჩათვლით, მგზავრობის პროცესში გათვალისწინებულია ბორტზე კვება.

დღეისათვის აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ავიაკომპანია Azal -ი და თურქული ავიაკომპანიები Pegasus და Turkish Airlines -ი ერთი გადაჯდომით ასრულებენ.

თბილისი განჯა

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 953 -დან
15 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 1 910 -დან
18 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 678 -დან
19 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 1 929 -დან
20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 664 -დან
21 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 976 -დან
25 ნოემბერი 202626 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 783 -დან
12 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 644 -დან

 

ავიაბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის Georgianwings.com – სა და ავია სალაროების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

„აზერბაიჯანის მიმართულება Georgian Wings -ისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ქვეყნებს შორის არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე. ავიაკომპანია პირველ საერთაშორისო ფრენებს თბილისიდან ბაქოს მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 31 ივლისიდან კვირაში 12 სიხშირით გვთავაზობს რეგულარულ შიდა ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით და ტრანზიტული ფრენის საჭიროების შემთხვევაში, ფრენების განრიგი სრულადაა მორგებული ბაქო-თბილსი-ბათუმი ს ან პირიქით მგზავრობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით ავიაკომპანია ხელს უწყობს და ანვითარებს, როგორც ტრანზიტულ მიმართულებას ქვეყანაში, ასევე მგზავრთა მობილობის გაზრდას“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907  ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთებზე ტარიფების ზრდა კვლავ გრძელდება
შემდეგი სტატიაავიაბილეთები განჯის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted