განჯა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქი და ქვეყნის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ქალაქი მდებარეობს აზერბაიჯანის დასავლეთით, დედაქალაქიდან 375 კმ-ის დაშორებით.

განჯა, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ტურისტული სანახაობებით, მათ შორის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ძეგლებით, მუზეუმებით, თეატრებით, განსაცვიფრებელი არქიტექტურით, ლამაზი ბუნებითა და სტუმართმოყვარეობით, აუცილებლად უნდა მოინახულოს ყველა მოგზაურმა, რომელიც სტუმრობს აზერბაიჯანს და ეძებს ავთენტურ კულტურულ გამოცდილებას. ამიტომ შეიძინე ავიაბილეთები განჯის მიმართულებით და აღმოაჩინე უამრავი შთამბეჭდავი რამ.

პარკი განჯაში

რა უნდა მოინახულოთ განჯაში? 

მოინახულეთ შაჰ აბასის მეჩეთი

განჯა, მე-9 საუკუნიდან მოყოლებული, უცხოელების მიერ ამდენი დაპყრობის შემდეგაც, გამოირჩევა ულამაზესი და უძველესი არქიტექტურის სიმრავლით. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შაჰ-აბასის მეჩეთია. მას ასევე უწოდებენ ჯუმას მეჩეთს (პარასკევის მეჩეთი).

მე-16 საუკუნის დასაწყისში აშენებული შაჰ-აბასის მეჩეთი აიგო შაჰ-აბასის, სეფიანთა დინასტიის დიდი მმართველის ბრძანებით, რომელიც მსოფლიოს ამ ნაწილში მეფობდა, ისევე როგორც ირანსა და კავკასიის სხვა ნაწილებში.

შაჰ აბასის მეჩეთი

ეწვიეთ მავზოლეუმს და თურქულ აბანოს

შაჰ-აბასის მეჩეთის მიმდებარედ, თქვენ აღმოჩნდებით დიდ, ვრცელ მოედანზე, რომელიც გარშემორტყმულია ლამაზი, წითელი აგურით მოპირკეთებული შენობებით. შაჰ-აბასის მოედანზე ნახავთ ჩოკაკის აბანოებს, ძველ თურქულ აბანოს რამდენიმე საკულტო გუმბათით.

განჯის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი ევროპული სტილის არქიტექტურით

შაჰ-აბასის მოედნის მახლობლად, თქვენ ასევე ნახავთ დიდ, გრანდიოზულ ნაგებობას. ეს შენობა არის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი, საკონცერტო დარბაზი, რომელიც აშენდა საორკესტრო წარმოდგენებისთვის და ატარებს განჯაში დაბადებული კომპოზიტორის, ფიქრეთ ამიროვის სახელს.

ამ დელიკატურად დაპროექტებულ ნაგებობას აქვს სადამკვირვებლო კოშკი და ლამაზი შადრევანი, რომელიც ნაციონალური ორნამენტებით არის მორთული.

განჯის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი

გასეირნება ჯავად ხანის საფეხმავლო ქუჩაზე

განჯას სახელმწიფო ფილარმონიის გზის პირდაპირ არის ჯავად ხანის საცალფეხო ქუჩა, სავაჭრო ქუჩა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ისტორიული ნაგებობა, რომლებიც განლაგებულია ქუჩის ორივე მხარეს. ქუჩა გადის Ganja Mall-ის გვერდით, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მაღაზიები.

აუცილებლად მოინახულეთ ულამაზესი იმამზადეს კომპლექსი

განჯის ძველი ქალაქის ყველა ტურისტული სანახაობების ნახვის შემდეგ, აუცილებლად მოინახულეთ განჯას მიმდებარე ტერიტორია, სადაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიური ნაგებობას – ამზადეს კომპლექსს შეხვდებით. ეს კომპელქსი ძალიან პოპულარულია მომლოცველთა შორის და ის სპარსული ხელოვნებისა და ნიმუშების მშვენიერების შესანიშნავი მაგალითია.

კომპლექსში შედის მეჩეთი, ქარვასლა, სასაფლაო და დაკრძალვის ძეგლები და ყველაზე ლამაზი, მავზოლეუმი, რომელიც გარშემორტყმულია წითელი აგურის კედლით.

იმამზადეს კომპლექსი

როგორ უნდა გაემგზავროთ განჯაში?

ავიაბილეთები განჯის მიმართულებით თბილისის აეროპორტიდან შეგიძლიათ ტრანზიტულ რეისებზე შეიძინოთ. მაგალითად, თბილისი განჯა -ს მიმართულებით შეგიძლიათ თუქული ავიაკომპანია პეგასუსიის რეისით გაემგზავროთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Turkish Airlines -ის ფრენებითაც. ორივე ავიაკომპანია რეისებს სტამბოლის გავლით ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ოპერირების დაწყებას, ასევე ქართული ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება, Georgian Wings -იც აანონსებს და ფრენებს კვირაში 7 სიხშირით შემოგვთავაზებს.

ავიაკომპანიები Pegasus და თურქეთის ავიახაზები ფრენებს ასევე ბათუმი განჯა -ს საჰაერო ხაზზეც გვთავაზობენ.

თბილისი განჯა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 აპრილი 20245 მაისი 20242 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 2 124 -დან
30 აპრილი 20247 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 949 -დან
3 მაისი 202410 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 527 -დან
10 მაისი 202424 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 844 -დან
28 მაისი 20247 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 821 -დან
11 ივნისი 202414 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 971 -დან
20 ივნისი 202430 ივნისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 2 188 -დან

 

ავიაბილეთები განჯის მიმართულებით შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში მოიძიოთ და შეარჩიოთ თქვენზე მორგებული საუკეთესო ვარიანტი. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კიდაგვიკავშირდით და ჩვენი გამოცდილი ოპერატორები დაგეხმარებიან.

განჯას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings-ი კიდევ ერთ საერთაშორისო მიმართულებას ამატებს
შემდეგი სტატიაWizz Air-ი 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების რეიტინგებს აქვეყნებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments