ფასების ზრდა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სექტორში, ავიაციაშიც აღინიშნება. ექსპერტებზე დაყრდნობით Travel Weekly-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაბილეთების ფასები ზრდას კვლავ განაგრძობს.
ტარიფები მაღალი მოთხოვნისა და დაბალი მიწოდების/გამტარუნარიანობის გამო იმატებს. ზრდა ასევე დაფიქსირდა ავიაგადამზიდავების საბაზო ხარჯებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია, საოპერაციო ხარჯები წელს 8,1%-ით გაიზრდება.
დღეს საავიაციო საწვავი 2,5-ჯერ ძვირია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, ნავთობის ფასების ბარელზე მინიმუმ 80 დოლარამდე შენარჩუნებას ისახავს მიზნად. IATA-ს შეფასებით, 2023 წელს ავიაკომპანიის ხარჯების 28%-ი საწვავზე მოდის, რაც 2022 წელთან შედარებით 30%-იანი ვარდნაა, თუმცა ეს მაინც აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი კვლავ ინარჩუნებს ევროპის ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანის სტატუსს.
wizz air -ის ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 10 მაისი 2024 | 15 მაისი 2024 | ![]() | ავიაბილეთები 180 -დან |
ბარსელონა | 1 მაისი 2024 | 8 მაისი 2024 | ![]() | ავიაბილეთები 412 -დან |
ბერლინი | 14 დეკემბერი 2023 | 9 იანვარი 2024 | ![]() | ავიაბილეთები 263 -დან |
ბრიუსელი | 12 დეკემბერი 2023 | 9 იანვარი 2024 | ![]() | ავიაბილეთები 237 -დან |
ბუდაპეშტი | 15 ნოემბერი 2023 | 22 ნოემბერი 2023 | ![]() | ავიაბილეთები 175 -დან |
ვიზეარი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანიაა. ის ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას, რაც ახალი მარშრუტის დამატებაში გამოიხატება.
wizz air ge -ს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ ბაზარზე. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ამჟამად 30-მდე მიმართულებით გვთავაზობს: უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, ლიტვა, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.