როგორც უკვე მოგეხსენებათ, თბილისის აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს აზერნაიჯანული ავიაკომპანია AZAL -ი ახორციელებს. სულ მალე კი, აღნიშნული მიმართულებით ფრენებს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -იც შემოგვთავაზებს.

ჯეორჯიან ვინგს -ი ოპერირებას 6 სექტემბრიდან შეუდგება და რეისებს თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ georgian wings -მა თავდაპირველად ოპერირება თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე დაიწყო და მომხმარებლებს რეისებს კვირაში 12 სიხშირით სთავაზობს. თუმცა ახლახანს ავიაკომპანიის ფლოტს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა, რაც საშუალებას იძლევა გაზარდოს მიმართულებების რაოდენობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე და სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი ფრენები შემოგვთავაზოს.

თბილისი ბაქო

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 ოქტომბერი 202322 ოქტომბერი 2023Georgian Wingsავიაბილეთები 397 -დან
17 ნოემბერი 202320 ნოემბერი 2023Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 256 -დან
23 დეკემბერი 202326 დეკემბერი 2023Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 255 -დან

 

არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ეწვიეთ ამ საოცარ ქალაქს! აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული დანიშნულების წერტილი – ბაქო არის უძველესი ღირსშესანიშნაობებისა და თანამედროვე არქიტექტურის თავმოყრის ადგილი. ეს არის ძველისა და ახლის საოცარი ნაზავი, სადაც შეხვდებით ისეთ დაწესებულელებს, როგორიცაა ეროვნული ისტორიის მუზეუმი და აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, რომლებიც ინარჩუნებენ ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ასევე საკულტო ძეგლებს, მოცეკვავე შადრევნებსა და ხალხმრავალ სავაჭრო წერტილებს. ამ ქალაქს არც ბუნებრივი ღირსშესანისნაობები აკლია, როგორიცაა ტალახის ვულკანები და მარადიული ალი.

თუ გსურთ მოინახულოთ ეს მშვენიერი ქალაქი, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907  ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია Georgian Wings-ი საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთებზე ტარიფების ზრდა კვლავ გრძელდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments