როგორც უკვე მოგეხსენებათ, თბილისის აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს აზერნაიჯანული ავიაკომპანია AZAL -ი ახორციელებს. სულ მალე კი, აღნიშნული მიმართულებით ფრენებს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -იც შემოგვთავაზებს.

ჯეორჯიან ვინგს -ი ოპერირებას 6 სექტემბრიდან შეუდგება და რეისებს თბილისი-ბაქო-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ georgian wings -მა თავდაპირველად ოპერირება თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე დაიწყო და მომხმარებლებს რეისებს კვირაში 12 სიხშირით სთავაზობს. თუმცა ახლახანს ავიაკომპანიის ფლოტს კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა, რაც საშუალებას იძლევა გაზარდოს მიმართულებების რაოდენობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მარშრუტებზე და სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი ფრენები შემოგვთავაზოს.

თბილისი ბაქო

Departure atReturn atAirlineFind tickets
12 October 202621 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 666 -დან
12 November 202617 November 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 696 -დან
13 December 202620 December 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 699 -დან

 

არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ეწვიეთ ამ საოცარ ქალაქს! აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული დანიშნულების წერტილი – ბაქო არის უძველესი ღირსშესანიშნაობებისა და თანამედროვე არქიტექტურის თავმოყრის ადგილი. ეს არის ძველისა და ახლის საოცარი ნაზავი, სადაც შეხვდებით ისეთ დაწესებულელებს, როგორიცაა ეროვნული ისტორიის მუზეუმი და აზერბაიჯანის ხალიჩების მუზეუმი, რომლებიც ინარჩუნებენ ქვეყნის კულტურულ იდენტობას, ასევე საკულტო ძეგლებს, მოცეკვავე შადრევნებსა და ხალხმრავალ სავაჭრო წერტილებს. ამ ქალაქს არც ბუნებრივი ღირსშესანისნაობები აკლია, როგორიცაა ტალახის ვულკანები და მარადიული ალი.

თუ გსურთ მოინახულოთ ეს მშვენიერი ქალაქი, იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907  ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Wings-ი თბილისი ბაქოს მიმართულებით ავიარეისებს იწყებს
შემდეგი სტატიაავიაბილეთებზე ტარიფების ზრდა კვლავ გრძელდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted