საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი ამ დროისათვის თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია.

Turkish Airlines-ი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში რეგულარული ავიარეისებით, საქართველოს ავიაბაზარზე, 344519 მგზავრს მოემსახურა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ავიაკომპანიას გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის 13%-ი უკავია.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, მეორე ადგილს უნგრული ავიაკომპანია – Wizz Air იკავებს, რომელმაც ბოლო 8 თვეში 336380 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 12%-ით დაიმსახურა.

საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელი კი თურქული ავიაგადამზიდავი Pegasus Airlines-ია. შესაბამისად ის მესამე ადგილს იკავებს რეიტინგში. ავიაკომპანიამ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით 251747 მგზავრი გადაიყვანა.

“საუკეთესო ხუთეულში” მეოთხე ადგილზე 6%-იანი წილით, ბელორუსის ავიაკომპანია Belavia და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai იმყოფებიან.

ეხუთე ადგილზე ბაზრის 5-5%-იანი წილის მფლობელები არიან საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ი და ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.

ბოლო 8 თვის განმავლობაში, ავიაბაზრის  4%-იან წილს აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ი ფლობს.

რაც შეეხება დანარჩენ ავიაკომპანიებს, ბაზრის 3-3%-იან წილს Air Arabia, Georgian Airways-ი, FlyArystan-ი, EL AL, LOT Polish Airlines-ი იყოფენ.

2-2%-იან წილს კი – Lufthansa, Qatar Airways-ი, Arkia, Air Astana და Aircompany Armenia ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების პროცენტული მაჩვენებლის მატება ან კლება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში10 რამ, რაც გდანსკში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
შემდეგი სტატიაTurkish Airlines -ის წესები და პირობები
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments