საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 26 თებერვალს რეიკიავიკში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა, და ისლანდიის მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა, მარტინ ეიოლფსონმა.
შეთანხმება ემყარება ლიბერალურ პრინციპებს და არ შეიცავს შეზღუდვებს ავიაკომპანიების რაოდენობაზე ან დანიშნულების ადგილებზე. ავიაგადამზიდავებს თავისუფლად შეეძლებათ განსაზღვრონ ფრენების სიხშირე და ტევადობა. შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მხარეები დაასრულებენ შესაბამის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს.
ამ დრომდე რეიკიავიკის მიმართულებით გამგზავრება მოხვედრა მხოლოდ ერთი გადაჯდომით იყო შესაძლებელი. ქართველი მოგზაურები, რომლებიც ისლანდიის დედაქალაქის მონახულებას გეგმავდნენ, იყენებდნენ ქუთაისის აეროპორტი -დან სთამბოლის ან პოლონეთის სხვადასხვა ქალაქის (ვარშავა, კრაკოვი, გდანსკი) გავლით რეისებს ან თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ასევე სტამბოლის, ვარშავას ან რიგის გავლით მარშრუტებს. ეს მნიშვნელოვნად ზრდიდა მგზავრობის ხანგრძლივობასა და ხარჯებს. ახალი საჰაერო შეთანხმება პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობას ქმნის, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობას.
ქუთაისი რეიკიავიკი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
8 სექტემბერი 2025 | 15 სექტემბერი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 822 -დან |
მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო, ხოლო 2023 წელს, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. შეთანხმება ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების დასაწყებად, რაც გააძლიერებს ავიაკომპანიების დაინტერესებას, გააფართოებს საჰაერო მიმართულებებს და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
ხელმოწერის შემდეგ, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ მჭიდრო კომუნიკაცია საავიაციო სექტორში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
თბილისი რეიკიავიკი
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
20 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 085 -დან |
29 მაისი 2025 | 6 ივნისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 066 -დან |
13 ივლისი 2025 | 20 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 569 -დან |
9 აგვისტო 2025 | 17 აგვისტო 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 468 -დან |
ქართველების ინტერესი რეიკიავიკის მიმართ თანდათან იზრდება, განსაკუთრებით ტურიზმისა და ახალი სამოგზაურო მიმართულებების აღმოჩენის კუთხით. ისლანდიის დედაქალაქი უნიკალური ბუნებრივი საოცრებებით, ჩრდილოეთის ნათებით, გეიზერებითა და ვულკანური პეიზაჟებით იზიდავს მოგზაურებს, რომლებიც ექსტრემალურ და არატრადიციულ ლანდშაფტებს ეძებენ.
გარდა ტურისტული მიზნებისა, რეიკიავიკი ქართველებისთვის საინტერესოა განათლებისა და დასაქმების კუთხითაც, რადგან ისლანდია ცნობილია მაღალი ცხოვრების დონითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. ასევე, კულტურული ცნობისმოყვარეობა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების აღმოჩენის სურვილი ზრდის ქართველების დაინტერესებას.
პირდაპირი ფრენების დაწყება გაამარტივებს ქართველი მოგზაურებსთვის ისლანდიის მონახულებას და ამავდროულად, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკეთ: 551 907 907