ბოლო პერიოდში ევროპული აეროპორტები მინიმალურ გადაჯდომის დროს ზრდიან (MCT – Minimum Connecting Time), რაც წარმოადგენს აუცილებელ ინტერვალს, რომელიც მგზავრებს ფრენებს შორის გადასასვლელად სჭირდებათ.

ზოგიერთი ავიაგადამზიდავი გადაკდომისთვის მცირე ინტერვალებს განსაზღვრავდა, რაც სპეციალისტების აზრით, საერთაშორისო სამგზავრო ნაკადებში უპირატესობის მოპოვების მცდელობა იყო. ზოგადად, დაჯავშნის სისტემებში კომპანიები, რომლებსაც უფრო მოკლე გადაჯდომის დრო აქვთ, უფრო თვალსაჩინო პოზიციებს იკავებენ. თუმცა, ამ ტენდენციაში ცვლილებები უკვე შეიმჩნევა.

ძირითადი ცვლილებები:

  • ფრანკფურტის აეროპორტი: 2025 წლის 30 მარტიდან ფრანკფურტის აეროპორტში Lufthansa-ს ფრენებისთვის მინიმალური გადაჯდომის დრო სტანდარტულად 60 წუთი იქნება. აქამდე ზოგიერთ მარშრუტზე შესაძლებელი იყო 45-50 წუთიანი გადაჯდომა, თუმცა ეს გამონაკლისი უქმდება.
  • ამსტერდამის სქიფოლის აეროპორტი: KLM რეკომენდაციას უწევს მინიმუმ 40 წუთს შენგენის ზონაში გადაჯდომისთვის. თუ მგზავრს სჭირდება არაშენგენის ქვეყნიდან გადაჯდომა, პასპორტის კონტროლის გათვალისწინებით, მინიმალური დრო 50 წუთამდე იზრდება.
  • პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი: გადაჯდომისთვის მინიმალური დრო ერთსა და იმავე ტერმინალში 60 წუთია, ხოლო სხვადასხვა ტერმინალებს შორის გადაადგილებისთვის რეკომენდებულია 90 წუთი.
  • ლონდონის ჰითროუს აეროპორტი: ამავე ტერმინალში გადაჯდომისთვის მინიმალური დრო 75 წუთია, ხოლო ტერმინალებს შორის გადაადგილების შემთხვევაში – 90 წუთი.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი19 ივნისი 202623 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 492 -დან
ალმაატა18 სექტემბერი 202625 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 114 -დან
ამსტერდამი8 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 732 -დან
ანკარა19 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 377 -დან
ათენი14 ივნისი 202622 ივნისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 542 -დან
აბუ დაბი23 ივნისი 202630 ივნისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 911 -დან
ანტალია13 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026SunExpressავიაბილეთები 502 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 273 -დან
ბელგრადი4 აგვისტო 202623 აგვისტო 2026Air Serbiaავიაბილეთები 879 -დან
ბერლინი17 ივნისი 202624 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 339 -დან

ევროპული აეროპორტების მიერ მინიმალური გადაჯდომის დროის გაზრდა მიზნად ისახავს მგზავრთა ნაკადის უფრო ეფექტურად მართვას და ფრენებს შორის კავშირის საიმედოობის გაუმჯობესებას. ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი და გადატვირთული აეროპორტებისთვის, სადაც უსაფრთხოების პროცედურები, პასპორტის კონტროლი და ტერმინალებს შორის გადაადგილება მეტ დროს მოითხოვს. შესაბამისად, მგზავრებს ურჩევენ, დაგეგმონ მგზავრობა წინასწარ, გაითვალისწინონ განახლებული გადაჯდომის დრო და შეარჩიონ ოპტიმალური ფრენები კომფორტული და უწყვეტი მგზავრობისთვის.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი შეთანხმება – საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted