ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan -მა ქუთაისი -დან ალმაათის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ალმათი – არის ყაზახეთის მეხუთე ქალაქი, რომელი მიმართულებითაც ქუთაისის აეროპორტი -დან პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება.
ალმათის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ქუთაისის აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. პირველი რეისით ყაზახეთიდან 175 მგზავრი ჩამოფრინდა.
ქუთაისი ალმათი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
14 იანვარი 2025 | 18 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 585 -დან | |
8 თებერვალი 2025 | 18 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 591 -დან |
ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. უკვე მეხუთე ყაზახური მიმართულება დაემატა ჩვენს აეროპორტს, რითაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფაქტობრივად სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები.
ზაფხულში ფლაიარისტანი ქუთაისდან ყაზახეთის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.
“ცენტრალური აზია ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ საქართველო ყაზახეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და მიმზიდველი მიმართულებაა. ” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ალმათის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისიდან ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას, ატირაუს, აქტაუს და შიმკენტის მიმართულებითაც ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 135,000 მგზავრს მოემსახურა.