იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ხანიაში
ხანია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქია. იგი კუნძულ კრეტაზე მდებარეობს და საბერძნეთის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია. ხანიაში გარდა უამრავი ულამაზესი სანაპირო ზოლისა, ნახავთ სხვადასხვა კულტურის ღირსშესანიშნაობებს, ანტიკურ არტეფაქტებს, ციხეკოშკებსა და ისტორიულ შენობებს.
თბილისი ხანია ავიაბილეთები ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. ხანიაში შეგიძლიათ დრო ისე გაატაროთ, როგორც მოგესურვებათ. აქ ზღვის მოყვარულებისათვის დიდი არჩევანია, თუმცა ვინც ისტორიულ მოგზაურობას ამჯობინებს, მათაც არ დაწყდებათ გული. მეტიც, ლაშქრობების მოყვარულებსაც უამრავი ბილიკი დახვდებათ ქალაქის მთებზე, საიდანაც ქალაქის პანორამულ ხედებს ნახავთ. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ხანიის მიმართულებით ავიაბილეთებს, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებსა და ცნობილ კერძებს.