-0.2 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 11, 2026

თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები 289 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან ბრიუსელამდე

ბრიუსელი ევროპის დედაქალაქად იწოდება. აქაური ევროპული არქიტექტურა, უცხო სტილის შენობები, კაფე-ბარები და ულამაზესი პარკები მშვიდად და კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ბრიუსელში საშუალება გექნებათ ეწვიოთ მის მუზეუმებსა და გალერეებს. ბრიუსელის მყუდრო ქუჩები კარგ თავგადასავლებს გპირდებათ.

თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები ევროპის შუაგულში ამოგაყოფინებთ თავს. ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთელს მსოფლიოში – აქ მდებარეობს ევროკავშირისა და ნატოს სათავო ოფისები. ბრიუსელს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა და დღემდე ასეა. ეს ატმოსფერო კარგად იგრძნობა ადგილობრივ ცხოვრების სტილსა და აქაურების კულტურულ და ტრადიციულ თავისებურებებში. ამ ბლოგში ბრიუსელის ფრენების შესახებ შემოგთავაზებთ ინფორმაციას. გამოგვყევით ცენტრალური ევროპის აღმოსაჩენად.

როგორ გავფრინდეთ თბილისიდან ბრიუსელში?

თბილისიდან ბრიუსელის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ მხოლოდ გადაჯდომის. გადაჯდომის დრო და ადგილი კი თავად ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული. ყველაზე იაფად თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 289 ლარიდან ზემოთ. დაბლა შემოგთავაზებთ ბრიუსელის ავიაბილეთების ცხრილს.

ინფორმაცია თბილისი ბრიუსელი ფრენების შესახებ

თბილისიდან ბრიუსელის მიმართულებით გამგზავრება შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომით. შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების ავიარეისებს: Ajet Airlines, Pegasus, Aegean Airlines, Lufthansa და სხვა.

აჯეტი და პეგასუსი თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა და იაფი ფრენების შემოთავაზებაზე ორიენტირდება. ეგეოსის ავიახაზები ასევე დაბალბიუჯეტური ბერძნული ავიაკომპანიაა. ლუფთანზა კი მაღალი კლასის გერმანული ფრენის კომპანიაა და კომფორტული ფრენების შეთავაზებაზე ორიენტირდება.

თბილისი ბრიუსელი ფრენები შეგიძლიათ სხვადასხვა პირობით ნახოთ. მაგალითად, პეგასუსი ყველაზე იაფი ფრენების შემთხვევაში მხოლოდ 3 კილო ხელბარგის ქონის უფლებას მოგცემთ, აჯეტი და ეგეოსი 8, ხოლო ლუფთანზა 23.

ხშირად დასმული კითხვები თბილისი ბრიუსელი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ თბილისი ბრიუსელი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ ბელგიაში მოგზაურობას, მაშინ აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოგზაურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

გაზაფხული საუკეთესო დროა ბრიუსელში სამოგზაუროდ, რადგან ამ დროს არც უსიამოვნო ტემპერატურა შეგაწუხებთ და არც ხალხმრავლობა ქალაქში გადაადგილებისას.

ბრიუსელში ვიზიტისას არ უნდა გამოგრჩეთ მისი მუზეუმებისა და გალერეების დათვალიერება. აუცილებლად ისეირნეთ მის ქუჩებში და დატკბით ქალაქის საუცხოო არქიტექტურით. ბრიუსელი გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნებით. ქალაქი ნებისმიერი ტიპის ტურისტის გაოცებას შეძლებს.

თბილისიდან ბრიუსელში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია პეგასუსი ბრიუსელში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. თქვენ უბრალოდ საძიებო ველში უნდა ჩაწეროთ სასურველი მიმართულება, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. თუ დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ქოლ-ცენტრს დისტანციურად, ან თუნდაც ჩვენს ოფისში მობრძანდეთ, სადაც დიდი გულმოდგინებით შეუდგებიან ჩვენი გუნდის წევრები თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებების არჩევას.

თუ იაფად მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ არატურისტულ სეზონებზე ეცადეთ გაემგზავროთ ბრიუსელში. ამ დროს ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და სასტუმროსაც ბიუჯეტურად დაჯავშნით.

3 დღე საკმარისია ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ თუ აპირებთ რომ შეიძინოთ ქუთაისი ბრიუსელის ავიაბილეთები , გირჩევდით უფრო დიდი დრო გათვალოთ სამოგზაუროდ. ქალაქი თავს აუცილებლად შეგაყვარებთ და მალე წამოსვლის შემთხვევაში გული დაგწყდებათ.

(BRU) – ბრიუსელის აეროპორტი ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქის ცენტრთან.

პირველ რიგში 1 ან 2 თვით ადრე იზრუნეთ ავიაბილეთების არჩევაზე. ამასთან, უმჯობესია შაბათ-კვირას ან დიდ დღესასწაულებს არ დაამთხვიოთ მოგზაურობა, რადგან როგორც წესი ამ დროს ავიაბილეთები შედარებით ძვირია.

თუ გსურთ ავიაბილეთების შეძენის პროცესი ყველაზე მარტივად და სწრაფად განახორციელოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეგექმნათ მგზავრობის წინ, მაშინ ეს საქმე პროფესიონალთა გუნდს უნდა მიანდოთ. avia.ge -ს ზურგს უმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება. მომხმარებლებთან წლობით ურთიერთობამ avia.ge -ს გუნდს კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისი შეამუშავებინა. სანდოობა და გამჭვირვალობა კომპანიის ლიდერობას განაპირობებს ბაზარზე.