მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს, გაჩნდა კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისმის და მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ამ კითხვაზე პასუხს.

როდის აღდგება ფრენები?

საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ივლისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ქვეყანა მზად იქნება მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობაც შეძლებს სხვა ქვეყნებში გამგზავრებას.

დღევანდელი მონაცემებით, 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ დაუბრუნდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარს და განაახლონ რეგულარული ფრენები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.

რომელი ავიაკომპანიები იწყებენ ოპერირებას ?

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-იც განაახლებენ ფრენებს 1 ივლისიდან.

ასევე, მზადყოფნა საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოთქვა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა.

Turkish Airlines-იც იმ ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ივლისიდან დაუბრუნდება საქართველოს საავიაციო ბაზარს და მოგზაურებს თავის მაღალი ხარისხის სერვისს ისევ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი დაუბრუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ის ჯერჯერობით ერთადერთი უკარაინული ავიაკომპანიაა, რომელსაც უკვე ჩანიშნული აქვს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

პოლონური ავიახაზები LOT Airlines-ი, ასევე, ივილისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას ვარაუდობს.

ლატვიურმა ავიაკომპანია Airbaltic-მაც დააანონსა საქართველოს მიმართულებით რეისების განახლება.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც ბრუნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

რომელი მიმართულებებით იწყება ფრენები?

სრული ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, სადაც ივლისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოდან გამგზავრება, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა, იმ ავიაკომპანიების მიხედვით, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოს აეროპორტებში, შეგვიძლია მიმართულებების მცირე ნაწილი გაგაცნოთ.

ავიაკომპანია Ryanair-ის განრიგის მიხედვით, თბილისიდან მილანის მიმართულებით 3 ივლისიდან, ხოლო კიოლნის მიმართულებით 5 ივლისიდან შესრულდება რეისები.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ვილნიუსის და ბუდაპეშტის მიმართულებებს განაახლებს.

Myway Airlines-ი 1 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ რეისებს.

რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი ყველა მიმართულებას აღადგენენ, რომლებზეც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს.

ფრენები აღდგება უკრაინასა და საქართველოს შორის. ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმიდან კიევის, ოდესის და ხარკოვის მიმართულებით ისევ მოემსახურება მგზავრებს.

Turkish Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს, ხოლო Qatar Airways-ი თბილისსა და დოჰას ისევ დააკავშირებს ერთმანეთს.

LOT Airlines-ი ვარშავა-თბილისის მიმართულებით განაახლებს პირდაპირ მიმოსვლას.

Airbaltic-ს 9 ივლისიდან ჩანიშნული აქვს ფრენა თბილისი-რიგას მიმართულებით.

Lufthansa თბილისი-მიუნხენის მიმართულებით პირველ რეისს, სავარაუდოდ, 3 ივლისს შეასრულებს.

 

 

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა20 აგვისტო 202530 აგვისტო 2025FlyArystanავიაბილეთები 654 -დან
ათენი26 სექტემბერი 202528 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 364 -დან
აბუ დაბი22 ივლისი 202523 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 299 -დან
ბარსელონა27 ოქტომბერი 20257 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 716 -დან
ბერლინი6 აგვისტო 202513 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 850 -დან
ბრიუსელი2 ოქტომბერი 20255 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 492 -დან
ბუდაპეშტი26 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 325 -დან
დორტმუნდი26 ივლისი 202529 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 990 -დან
მემინგენი20 ნოემბერი 202527 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 339 -დან
ფრანკფურტი8 აგვისტო 202515 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 779 -დან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი14 ოქტომბერი 202518 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 415 -დან
ალმაატა10 სექტემბერი 202517 სექტემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 972 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 913 -დან
ათენი6 ნოემბერი 202510 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 480 -დან
აბუ დაბი21 ივლისი 202527 ივლისი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 749 -დან
ანტალია28 თებერვალი 20263 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 389 -დან
ბაქო6 დეკემბერი 202511 დეკემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 361 -დან
ბელგრადი28 ნოემბერი 20254 დეკემბერი 2025Air Serbiaავიაბილეთები 675 -დან
ბერლინი9 ივლისი 202516 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 282 -დან
მუმბაი1 იანვარი 202615 იანვარი 2026IndiGoავიაბილეთები 1 629 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის რეისები ქუთაისის აეროპორტიდან პირველ მაისამდე შეჩერდა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა ჩარტერული რეისები დანიშნა
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments