Covid-19-ის პანდემიამ საჰაერო საზღვრების ჩაკეტვა და ავიარეისების გაუქმება გამოიწვია. უსაფრთხოების მიზნით, ავიაკომპანიებმა ყველა არსებული და დაგეგმილი რეისები გააუქმეს.

ამ ავიაკომპანიებს შორის, რა თქმა უნდა, არის ავიაკომპანია Wizz Air-ი, რომელიც საქართველოდან 36 მიმართულებით ასრულებდა რეისებს. Wizz Air-მა თავდაპირველად მარტის თვის რეისები გააუქმა, შემდეგ აპრილში დაგეგმილი ფრენების გაუქმებაც დაიწყო, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 1-ელ მაისამდე ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა რეისს წყვეტს.

ავიაკომპანიის განცხადებით, ყველა მგზავრი ელ.ფოსტაზე  მიიღებს შეტყობინებას ფრენის გაუქმების შესახებ და ასევე, მიიღებენ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა დაიბრუნონ თანხა. მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ანგარიშით აქვთ ავიაბილეთი შეძენილი, შეუძლიათ გადახდილი თანხის 120% Wizz Credit-ზე დაიბრუნონ და 24 თვის განმავლობაში გამოიყენონ ავიაკომპანიის ნებისმიერ სერვისზე.

Wizz Air-ი, ასევე, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მოითხოვონ თანხის 100%-ით დაბრუნება საკრედიტო ბარათზე ფულადი სახით, თუმცა ეს პროცედურა შედარებით ხანგრძლივი იქნება.

Wizz Air-ის განცხადებით, ავიაკომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ მომხმარებელთან დროულად მივიდეს ინფორმაცია საკუთარი ფრენის შესახებ და დაიბრუნონ კუთვნილი თანხა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს პროცედურები ხანგრძლივდება, რისთვისაც ავიაკომპანია ბოდიშს უხდის თითოეულ მგზავრს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისპეცრეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის
შემდეგი სტატიაროდის აღდგება ფრენები ?!
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments